png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

კოღუაშვილი ,,ქართულ ოცნებაში“ სააკაშვილის, უგულავას და მერაბიშვილის ფანკლუბს ქმნის - თამაზ მეჭიაური

  • პოლიტიკა
  • 20.05.2016
  • 17:52
კოღუაშვილი ,,ქართულ ოცნებაში“ სააკაშვილის, უგულავას და მერაბიშვილის ფანკლუბს ქმნის - თამაზ მეჭიაური

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი წევრი, დავით კოღუაშვილი პარტიაში სააკაშვილის, უგულავას და მერაბიშვილის ფანკლუბს ქმნის.

მეჭიაური მას პოლიტიკურ წარსულსაც უხსენებს, და აცხადებს, რომ კოღუაშვილი 1999 წლის პარლამენტში „მოქალაქეთა კავშირის“ სიით შევიდა.
„პარტიის წინაშე პატარა ღვაწლი მაინც უნდა ჰქონდეს, რომ თუნდაც განსხვავებული აზრი ჰქონდეს, იმ ხალხზე ისაუბროს, რომლებიც პირველივე დღიდანვე იყვნენ და თავის თავზე ყველა ის სიძნელე გადაიტანეს, რომელთაც მაშინდელი ხელისუფლება უქმნიდათ და მათ საკუთარ თავზე აქვთ გადატანილი წინა ხელისუფლების როგორც ე.წ. დუბინკები, ასევე ბორკილები. მას, როგორც პოლიტიკოსს არ ვიცნობ. სააკაშვილთან, უგულავასთან და მერაბიშვილთან მიმართებაში მისი განცხადებები მოვისმინე. რაღაც „ქართულ ოცნებაში“ მათი ფანკლუბის შექმნას აპირებს. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა და ეს, რატომღაც, ჩემს გარკვეულ შიშს ემთხვევა იმის შესახებ, რომ არ იყო გამორიცხული, რომ დასავლეთის ზემოქმედების შედეგად, „ქართული ოცნება“ დავარცხნილი „ნაციონალებით“ და „რესპუბლიკელებით“ დაკომპლექტებულიყო. სამწუხაროდ, ეს ეჭვები და შიში მართლდება“, - განაცხადაჟურნალისტებთან დეპუტატმა..
შეგახსენებთ, დავით კოღუაშვილმა პარტიისთვის არასასურველი წევრების ვინაობა დაასახელა. ის თამაზ მეჭიაურს და გოგი თოფაძეს სიაში ვეღარ ხედავს. ამასთანავე, კოღუაშვილი კრიტიკის პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას დროს გატარებულ რეფორმებსაც აღნიშნავს და არ გამორიცხავს, რომ უგულავასა და მერაბიშვილს ციხეში დიდხანს დარჩენა აღარ მოუწიოთ. .

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge