png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მიხეილ ჯანელიძე ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

  • პოლიტიკა
  • 20.05.2016
  • 18:17
მიხეილ ჯანელიძე ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

2016 წ. 19–20 მაისს ნატო–ს შტაბ–ბინაში ქ. ბრიუსელში გაიმართა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა.

მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" (Resolute Support Mission) ფორმატის შეხვედრაზე. შეხვედრის მსვლელობისას ქვეყნებმა განიხილეს ავღანეთში უსაფრთხოების კუთხით შექმნილი მდგომარეობა და „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" მიმდინარეობა.

ალიანსის წევრმა და პარტნიორმა ქვეყნებმა ცალსახა მხარდაჭერა აღუთქვეს ავღანეთს უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების გამკლავებაში, რაც გამოიხატება არასაბრძოლო მისიის განხორციელებით, რომლის მთავარი მიზანია ავღანეთის თავდაცვის და უსაფრთხოების ძალების გაწვრთნა და მომზადება.

ხაზი გაესვა, რომ ალიანსისა და მისი პარტნიორების სტრატეგია მოიცავს სამ ძირითად ელემენტს – „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" იმპლემენტაციას, ავღანეთის ძალების ფინანსურ უზრუნველყოფას და ქვეყანასთან ხანგრძლივი პარტნიორობის შემუშავებას. თავის გამოსვლაში, ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ იგი აქტიურად უჭერს მხარს ალიანსს მისიის განხორციელებასა და ავღანეთის თავდაცვის და უსაფრთხოების ძალებისთვის დახმარების აღმოჩენაში. 

შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის" გაგრძელებას 2016 წლის შემდგომ.

მინისტერიალის მსვლელობისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ალბანეთის, ნორვეგიის, რუმინეთის,  სლოვაკეთის, სლოვენიის და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.  შეხვედრებზე მთავარ განსახილველ თემებს შორის იყო  საქართველოს ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მიმდინარეობა, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა და ორმხრივი თანამშრომლობის ეკონომიკური და პოლიტიკური ასპექტები.

ნატო–ს წევრ ქვეყნებთან საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნატო–ს ვარშავის სამიტისთვის მზადებას. ამ თვალსაზრისით, მხარეებმა განიხილეს ინტეგრაციის პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხები და პრაქტიკული თანამშრომლობის ახალი მიმართულებები, რომლის გაღრმავება ხელს შეუწყობს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ქვეყნის კიდევ უფრო დაახლოვებას ალიანსის წევრობასთან. ამას გარდა, განხილულ იქნა ნატო–საქართველოს არსებითი პაკეტის, მათ შორის მისი ცალკეული ელემენტების იმპლემენტაციის პროცესი, რომელიც წარმატებით ხორციელდება ქართული მხარისა და მოკავშირეების აქტიური ჩართულობით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge