png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ენმ ხურჩაში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს

  • პოლიტიკა
  • 21.05.2016
  • 15:35
ენმ ხურჩაში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" რუსეთის საოკუპაციო ძალების ჯარისკაცების მიერ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას და საქართველოს პრეზიდენტის მიერ უშიშროების საბჭოს მოწვევას ითხოვს.

აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა და პარტიის წარმომადგენელმა ბესო წერედიანმა ისაუბრეს.
"კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გიგა ოთხოზორიას ოჯახს. ესაა უმძიმესი დანაშაული, რომელთან მიმართებაშიც სასწრაფოდ კონკრეტული ზომები უნდა გატარდეს. როცა ადამიანებს იტაცებენ, მავთხულხლართებს აბამენ, ჩვენს თანამოქალაქეებს ულუკმაპუროდ ტოვებენ და ახლა უკვე მშვიდობიან მოქალაქესაც კლავენ, ეს თავხედური და სასტიკი ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკა არაეფექტურია და პრაქტიკულად კრახი განიცადა.

მთავრობამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. აბსოლუტურად არაადეკვატურია მხოლოდ შეშფოთების გამოხატვა. საჭიროა სწრაფი გამოძიება, რათა ამ დანაშაულში მონაწილე პირები დაისაჯონ.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ დაძაბულ ვითარებაში საქართველოს პრეზიდენტმა, როგორც მთავარსარდალმა, უშიშროების საბჭოს სხდომა უნდა მოიწვიოს და არსებულ მდგომარეობაზე საგანგებო მსჯელობა გამართოს.

ვხედავთ, რომ ადგილზე პრაქტიკულად არაა საგუშაგოები და იქ მცხოვრები მოსახლეობა სრულიად დაუცველია, თუმცა ივანიშვილის სახლთან მუდმივად მობილიზებულები არიან სამართალდამცავები, რომლებიც სწორედ რუსეთის, ოკუპანტის პოლიტიკის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს აკავებენ" - განაცხადა გიგი წერეთელმა.

გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ბესო წერედიანმაც და აღნიშნა, რომ საოკუპაციო ხაზთან უსაფრთხოების სისტემა სრულად მოშლილია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge