png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი სტამბოლში მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

  • პოლიტიკა
  • 23.05.2016
  • 09:58
საქართველოს პრეზიდენტი სტამბოლში მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტში  მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 23-24 მაისს, სტამბოლში, მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტში  მიიღებს მონაწილეობას, რომელიც გაერო-ს გენერალურიმდივნის ბან კი მუნის ინიციატივით პირველად ტარდება.

23 მაისს მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტს გაერო-ს გენერალური მდივანი ბან კი მუნი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გახსნიან.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სესიაზე სიტყვით მიმართავს მსოფლიოს 70 ქვეყნის ლიდერს. დაგეგმილია ასევე სიტყვით გამოსვლა მრგვალ მაგიდაზე.

სამიტზე განხილული იქნება "კონფლიქტის პრევენციისა და დასრულებისთვის პოლიტიკური ლიდერობის" „ ჰუმანიტარულ სფეროში გასატარებელი  ღონისძიებების", "სირიის კრიზისის თემა და დევნილთა პრობლემის დასაძლევად ერთობლივი და კოორდინირებული  მუშაობის" საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან, გაერო-ს გენერალური ასამბლეისპრეზიდენტ მოგენს ლიკეტოფთან, ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლეს კომისარ ფილიპო გრანდისთან,  კოტ დ'ივუარის პრემიერმინისტრ დანიელ კაბლანდუნკანთან და  იემენის პრემიერმინისტრ აჰმედ ობეიდ ბინ დაგრთან.

მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ  ფოტოგამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იქნება საქართველოში იძულებითგადაადგილებულ პირთა ცხოვრების ამსახველი ფოტოები.

გამოფენა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით  იმართება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge