png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

"ნაციონალურმა მოძრაობამ" კორცხელში მომხდარი დაპირისპირების გამოძიების მოთხოვნით, სარჩელი შეიტანა

  • სამართალი
  • 23.05.2016
  • 17:17
 "ნაციონალურმა მოძრაობამ" კორცხელში მომხდარი დაპირისპირების გამოძიების მოთხოვნით, სარჩელი შეიტანა

"ნაციონალურმა მოძრაობამ" მთავარ პროკურატურაში კორცხელში მომხდარი დაპირისპირების გამოძიების მოთხოვნით, სარჩელი შეიტანა.

„ჩვენ შევიტანეთ სარჩელი კონკრეტული სახელებით და გვარებით. ამ სარჩელში იდენტიფიცირებულები არიან ის პირები, რომლებიც კახა კალაძემ მიუქსია ”ნაციონალურ მოძრაობის” ლიდერებს. ჩვენ მოვითხოვთ დროულ და ეფექტურ გამოძიებას. მთავარი არის ის, რომ კორცხალის მოსახლეობამ ბიძინა ივანიშვილს უთხრა, რომ ვერანაირი ბანდიტები მათ ვერ დააშინებენ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პარტიის კიდევ ერთი წევრი ირაკლი აბესაძე კი აცხადებს, რომ შსს გამოძიება მსუბუქი მუხლით აქვს დაწყებული და ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს პროკურატურას გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის შესაბამისი მუხლებით. 
„საზოგადოებამ ძალიან კარგად ნახა ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა პოლიტიკურ ლიდერებზე. ამ შემთხვევაში მოვისმინეთ ხელისუფლების განცხადება, რომ გამოძიება მიმდინარეობს უბრალოდ ცემის მუხლით და ეს ნიშნავს, რომ ამ ფორმით აპირებს წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას „ქართული ოცნება“. ჩვენ მოვითხოვთ სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით გამოძიებას. ეს არის პოლიტიკურ თანამდებობების პირებზე თავდასხმა, ხულიგნობა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება. უნდა დადგინდნენ ორგანიზატორები გამოძიების მხრიდან, თორემ საზოგადოებისთვის ნათელია, რომ ორგანიზატორი იყო კალაძე და ხელისუფლება“, - განაცხადა აბესაძემ და აღნიშნა, რომ პროკურატურის იმედი არ აქვს, თუმცა, განცხადების შეტანა აუცლებელი იყო სამართლებრივი პროცედურების დაცვისთვის და ხელისუფლების ლუსტრაციისთვის. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge