png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მიხეილ ჯანელიძემ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

  • პოლიტიკა
  • 24.05.2016
  • 10:01
მიხეილ ჯანელიძემ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა

2016 წლის 23 მაისს, ქ. ბრიუსელში გაიმართა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" საგარეო საქმეთა მინისტრთა რიგით მეშვიდე შეხვედრა, რომელსაცთავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ფედერიკა მოგერინი.

მინისტერიალში მონაწილეობა მიიღეს ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარმა, იოჰანესჰანმა, „აღმოსავლეთ პარტნიორობის" ექვსი პარტნიორი ქვეყნის, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა და მაღალი რანგისოფიციალურმა პირებმა. მინისტერიალს, ასევე ესწრებოდნენ ევროპის საინვესტიციო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებისწარმომადგენლები. ქართულ დელეგაციას შეხვედრაზე ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე.

მინისტერიალი გაიხსნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინისადა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის მისასალმებელი სიტყვით.

შეხვედრაზე მსჯელობა წარიმართა ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტზე შეთანხმებული პრიორიტეტების განხორციელების კუთხითმიღწეულ პროგრესზე და თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო ნაბიჯებზე, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის პროცესისგათვალისწინებით. 

ევროკავშირი მიესალმა პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის პროცესში მიღწეულ შედეგებს და ხაზი გაუსვა მომდევნო წელს დაგეგმილისამიტისთვის მეტი პროგრესის წარმოჩენის მნიშვნელობას. მინისტერიალის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა, ასევე, რეგიონსა და მსოფლიოშიარსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე.

საქართველოსთან მიმართებაში, ევროკავშირი მიესალმა ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეულ თვალსაჩინო წარმატებებს.  წევრისახელმწიფოების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა  სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თვალსაზრისით არსებული პროგრესი და მისიწარმატებით დასრულების აუცილებლობა. ევროკავშირმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა რეფორმებისგანხორციელების კუთხით და ხაზი გაუსვა ამ ტემპის შენარჩუნების მნიშვნელობას პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისპროცესის წარმატებისათვის.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მნიშვნელობას, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულასაქართველოს ევროკავშირთან დაახლოების თვალსაზრისით.  მინისტრმა წარმოადგინა ქართული მხარის ხედვა იმ კონკრეტულ პრიორიტეტულმიმართულებებზე, რომლებიც უზრუნველყოფს ევროკავშირსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთკავშირს, მათ შორის  სავაჭრო-ეკონომიკურითანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. მინისტრმა, ასევე,  ხაზი გაუსვა „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მიზნების განხორციელების პროცესშიდიფერენციაციისა და „მეტი-მეტისათვის" პრინციპების დაცვის აუცილებლობას, რაც თითოეულ პარტნიორ ქვეყანას აძლევს შესაძლებლობასევროკავშირთან ურთიერთობები განავითარონ მათი ეროვნული ინტერესებისა და ამბიციების შესაბამისად.

მიხეილ ჯანელიძე მიესალმა ევროკავშირის მხრიდან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის დასრულებას, რის შემდეგ ხელშეკრულება ძალაში უკვემიმდინარე წლის ივლისიდან შევა და ოფიციალურად გახდება საქართველოს ევროკავშირთან სრულიად ახალი, მაღალი დონის თანამშრომლობისგანმსაზღვრელი ძირითადი სამართლებრივი ჩარჩო.

საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მოკლე ხანში სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ევროკავშირთან წარმატებით დასრულდება, რაცგააღრმავებს ხალხთაშორის კავშირს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში.

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერების მნიშვნელობას. მან ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  მნიშვნელობაზე.  მან მინისტერიალისმონაწილეების ყურადღება მიაპყრო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და სოფელ ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე,რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმის არსებობის მნიშვნელობა.

მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჯანელიძემ კიდე ერთხელ გამოხატა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე მზაობა ევროინტეგრაციისდღის წესრიგის წარმატებით განხორციელებისათვის, მათ შორის ასოცირების შეთანხმების აღსრულების გზით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge