png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს უმაღლესი კომისრის მოადგილეს ლტოლვილთა საკითხებში შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 24.05.2016
  • 16:17
საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს უმაღლესი კომისრის მოადგილეს ლტოლვილთა საკითხებში შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტამბოლში, ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში, გაერო-ს უმაღლესი კომისრის მოადგილეს ლტოლვილთა საკითხებში კელი კლემენსს შეხვდა. 

შეხვედრისას მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებით შეშფოთებულია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისკონტროლირებად ტერიტორიაზე განხორციელებული მკვლელობის გამო. 

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, სულ ახლახანს, ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მცდელობის  მოწმენი გავხდით, რაც ანექსიამდე მიგვიყვანს. მხარეებს შორის საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჰუმანიტარულ პრობლემებზეც იმსჯელეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებქართველებს  ჩამორთმეული აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, თავისუფალი გადაადგილების და სხვა ფუნდამენტური უფლებები.

შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფრალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge