png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო სემინარს გახსნის

  • პოლიტიკა
  • 24.05.2016
  • 18:17
დიმიტრი ქუმსიშვილი საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საერთაშორისო სემინარს გახსნის

25 მაისს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საერთაშორისო სემინარი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის (Public Private Partnership - PPP) სამართლებრივი ჩარჩოს განვითარება, საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა“ გაიმართება. სემინარი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანამშრომლობითა და ორგანიზებით ჩატარდება.

სემინარს გახსნის ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.

სემინარის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ რეგიონის ქვეყნების, საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

სემინარზე განხილული იქნება  საჯარო და კერძო თანამშრომლობის (Public Private Partnership - PPP) სამართლებრივი ჩარჩო და კანონმდებლობის განვითარების პერსპექტივები, ასევე მოხდება საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და გაიმართება დისკუსია PPP-კანონმდებლობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის განვითარებისთვის ტექნიკური დახმარება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობის შედეგად გამოყო.

აღნიშნული ტექნიკური დახმარების ფარგლებში დაფინანსებული პროექტი 2015 წლის ივლისის ბოლოს დაიწყო.

მოცემულ ეტაპზე პროექტის ფარგლებში შერჩეული კონსულტანტების მიერ უკვე შემუშავდა საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს მთავრობაშია წარდგენილი განსახილველად.  ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი საკნანონმდებლო აქტების პროექტებზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge