png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

„უკიდურესად ვგმობ, პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას" - ჯოზეფ დოლი კორცხელის ინციდენტზე

  • პოლიტიკა
  • 25.05.2016
  • 16:01
„უკიდურესად ვგმობ, პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას" - ჯოზეფ დოლი კორცხელის ინციდენტზე

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობზე" კვირას მომხდარ ძალადობრივ თავდასხმასთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტმა ჯოზეფ დოლმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

„უკიდურესად ვგმობ ამ აღმაშფოთებელ, პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას სოფელ კორცხელში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერებზე, წევრებსა და დეპუტატებზე. ეს თავდასხმა ოპოზიციის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ უკვე ფართოდ გავრცელებული ძალადობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია. ვიმედოვნებ, ყველა დაშავებული სწრაფად გამოჯანმრთელდება.

ოპონენტების სამართლებრივი დევნა და დაშინება აბსოლუტურად მიუღებელი და შეუსაბამოა ევროპულ სტანდარტებთან. ის დამნაშავეებიც კი, რომლებიც ოპოზიციის ოფისებს თავს დაესხნენ, ამ დრომდე არ დასჯილან. საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა დასაჯოს დამნაშავეები. არ უნდა არსებობდეს დაუსჯელობა.

უკიდურესად შეშფოთებული ვრჩები სისტემატური ძალადობის მიმდინარე საშიში ტენდენციისა და სასამართლო სისტემასა და მედიის თავისუფლებაზე თავდასხმების გამო. ხელისუფლება უნდა იყოს დემოკრატიული პრინციპებისა და კანონის უზენაესობის გარანტი. მიმდინარე მოვლენები არა მხოლოდ არღვევს საერთაშორისო სტანდარტებსა და კანონის უზენაესობას, უპირველეს ყოვლისა საფრთხეს უქმნის წინასაარჩევნო გარემოს და საქართველოს ევროინტეგრაციას.“

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge