png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მიხეილ ჯანელიძე ლატვიის საეიმას სპიკერს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 26.05.2016
  • 14:19
მიხეილ ჯანელიძე ლატვიის საეიმას სპიკერს შეხვდა

26 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის (საეიმა) სპიკერთან ინარა მურნიეცესთან. სპიკერი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება. ამას გარდა, მან მონაწილეობა მიიღო თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 საერთაშორისო კონფერენციაში.

მიხეილ ჯანელიძემ აღნიშნა, რომ მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს საქართველოს წარმატებისათვის და მადლობა გადაუხადა საეიმას სპიკერს, რომ ამ მნიშვნელოვან დღეს ქვეყანას ლატვიის მხრიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. საეიმას სპიკერმა, თავის მხრივ, მიულოცა საგარეო საქმეთა მინისტრს ეს ღირსშესანიშნავი თარიღი და ხაზი გაუსვა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-ე წლისთავზე საქართველოს ნამდვილად შეუძლია იამაყოს თავისი მიღწევებით. მისი განცხადებით, ორ ქვეყანას ბევრი რამ აერთიანებს. ლატვია იყო და იქნება საქართველოს მეგობარი ქვეყანა, რომელიც განუხრელად უჭერს მხარს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე საერთაშორისო არენაზე.

საგარეო საქმეთა მინისტრმა და ლატვიის პარლამენტის სპიკერმა ისაუბრეს ევროპული ინტეგრაციის პროცესის შესახებ და მიმოიხილეს სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობა. მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა საეიმას სპიკერს, რომ ლატვიის პარლამენტმა ერთ-ერთმა პირველმა მოახდინა საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც სრულად მიმდინარე წლის 1 ივლისს ამოქმედდება. ინარა მურნიეცეს განცხადებით, „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ წარმოადგენდა ლატვიის ერთ-ერთ პრიორიტეტს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის პერიოდში და დღესაც პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერას. სპიკერმა აღნიშნა, რომ საქართველომ სავიზო ლიბერალიზაციის მიმართულებით თავისი საშინაო დავალება კარგად შეასრულა და ამჟამად ევროკავშირის ჯერია, მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე უსაფრთხოების ვითარებას რეგიონში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას, გამოწვევებსა და საფრთხეებს.

შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული აქტიური ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის, ნაყოფიერი თანამშრომლობა საკანონმდელო ორგანოებს შორის, რომელიც არა მხოლოდ სპიკერებს, კომიტეტებსა და პარლამენტებს შორის ურთიერთობებს მოიცავს, არამედ უკვე პარლამენტების ადმინისტრაციებს შორის გამოცდილების გაზიარებასაც გულისხმობს. ლატვიის პარლამენტს წლების განმავლობაში მიღებული აქვს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი არაერთი განცხადება.

შეხვედრის ბოლოს მიხეილ ჯანელიძემ მიულოცა პარლამენტის სპიკერს ლატვიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში (OECD) გაწევრიანება, რომლის 35-ე წევრი ლატვია ოფიციალურად 2 ივნისს გახდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge