png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

სროლა და ცეკვა აბაშიძის ქუჩაზე - შსს განცხადებას ავრცელებს

  • სამართალი
  • 31.05.2016
  • 14:26
სროლა და ცეკვა აბაშიძის ქუჩაზე - შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ეხმაურება ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოს - „ინციდენტი თბილისში - სროლა და ცეკვა აბაშიძის ქუჩაზე“.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა შსს-ს სამეურნეო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლი თ.ჯ., რომელიც შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ დაუყოვნებლივ იქნა დათხოვნილი სამსახურიდან.
„გვსურს, გავაკეთოთ განმარტება სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც 2016 წლის მარტში, თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს ეხება.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ საინფორმაციო სააგენტოებში გაჟღერებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირი თითქოს შს მინისტრის მოადგილის პირადი მძღოლი იყო, სიმართლეს არ შეესაბამება. მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდა შსს-ს სამეურნეო სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით მომუშავე მძღოლი თ.ჯ., რომელიც შსს-ს გენერალური ინსპექციის მიერ დაუყოვნებლივ იქნა დათხოვნილი სამსახურიდან.
აბაშიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველმა განყოფილებამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლით (ხულიგნობა).
იარაღს, რომლიდანაც ინციდენტის დროს ჰაერში გასროლა განხორციელდა, ჩაუტარდა ბალისტიკური ექსპერტიზა. ეს იყო აირის პისტოლეტი, რომელიც თ.ჯ.-ს შენახვა-ტარების უფლებით ჰქონდა გაფორმებული“, - აცხადებენ შსს-ში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge