png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროპის აღმოსავლეთ კარიბჭეა, რომელიც ევროპის ქვეყნებს აზიასთან აკავშირებს

  • პოლიტიკა
  • 04.06.2016
  • 11:16
მიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროპის აღმოსავლეთ კარიბჭეა, რომელიც ევროპის ქვეყნებს  აზიასთან  აკავშირებს

„საქართველო ევროპის აღმოსავლეთ კარიბჭეა,  რომელიც მას  აზიასთან  აკავშირებს. სწორედ ესაა  ის დამატებითი ღირებულება, რომელსაც საქართველო ევროპის ქვეყნებს  სთავაზობს“ - აღნიშნულის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან სებასტიან კურცთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველო ამაყობს იმით, რომ პოლიტიკურ ურთიერთობასთან ერთად, საქართველოსა და ავსტრიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობაც დინამიურად ვითარდება. „ავსტრია  მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს საქართველოში, მაგრამ კაპიტალთან ერთად, ავსტრიულ კომპანიებს საქართველოში  ხარისხი და პროფესიონალიზმი შემოაქვთ. საქართველოსთან ურთიერთობით კი მათ  სამხრეთ კავკასიასთან, შუა აზიასთან და შორეულ აღმოსავლეთთან კავშირების დამყარების შესაძლებლობა ეძლევათ“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

 მინისტრმა  ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ  საქართველო მიიღებს უვიზო რეჟიმს, როგორც რეგიონში დემოკრატიული გარდაქმნების ლიდერი ქვეყანა, რომელმაც შეასრულა ყველა ვალდებულება, რაც  მას ევროპის საიმედო პარტნიორად აქცევს.

 

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ავსტრიის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე  ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ეუთოში ავსტრიის თავმჯდომარეობის პერიოდში, ორ ქვეყანას ევროპული უსაფრთხოების საკითხებზე ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობა მიეცემა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფონზე, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის უდიდეს გამოწვევად რჩება“.

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ავსტრიას 2016 წლის 1-3 ივნისს ეწვია. ვენაში მან შეხვედრები გამართა ეუთო-ში და ავსტრიის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მინისტრმა ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველო-ავსტრიის ბიზნეს ფორუმში. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge