png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" განცხადებას ავრცელებს

  • პოლიტიკა
  • 05.06.2016
  • 15:08
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"დღეს, ერთ-ერთი მედიასაშუალებამ გამოაქვეყნა ე.წ. კვლევის შედეგები, რომელიც თითქოს "ქართულმა ოცნებამ" პირველ ივნისს ჩაატარა. ვაცხადებთ, რომ მედიაში გამოქვეყნებულ ამ კვლევას არანაირი კავშირი არა აქვს არც „ქართულ ოცნებასთან" და არც რეალობასთან. სამწუხაროდ ამავე სააგენტომ აქამდეც გაავრცელდა მსგავსი ტიპის ე.წ კვლევა. ეს არის მარტივი მანიპულაცია და პოლიტიკაში ჩვენი კონკრეტული ოპონენტი ხშირად მიმართავს ამ მეთოდებს. "ქართული ოცნება" კვლევებს რეგულარულად ატარებს. არჩევნებამდე დაგეგმილია სავარაუდოდ კიდევ 2 კვლევის ჩატარება. შედეგებს კი საზოგადოება არჩევნების დასრულების შემდეგ იხილავს, როდესაც "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" გამარჯვებას მოიპოვებს", - ნათქვამია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“  მორიგი „შიდა კვლევა“ პარტიისთვის კვლავ არასახარბიელოდ და ნაციონალური მოძრაობისთვის სასარგებლოდ დასრულდა.

„ჯი-ეიჩ-ენის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული კვლევის მიზანს წარმოადგენდა, „ქართულ ოცნებას“ გაერკვია მოსახლეობის განწყობა, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში, რომელი პოლიტიკური პარტიები იმსახურებენ ნდობას.

სულ გამოკითხვის ანკეტაში შეტანილი იყო 13 სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთაგან მხოლოდ 4 საკითხის გადაწყვეტას ანდობენ „ოცნებას“ რესპოდენტები.

9 სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის გადაწყვეტას რესპოდენტების უმეტესობა ნაციონალურ მოძრაობას ანდობს.

უნდა აღინიშნოს, რომ 13-დან 2 საკითხის შემთხვევაში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის ნდობა თითქმის თანაბარია.

ქართული ოცნების კვლევაში შეყვანილია შემდეგი პარტიები: ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა, ალასანია-თავისუფალი დემოკრატები, რესპუბლიკური პარტია, პატრიოტთა ალიანსი-მრეწველები, ბურჯანაძე-ეროვნული ფორუმი, ლეიბორისტული პარტია, გირჩი, ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის.

რესპოდენტებისთვის დასმული კითხვა შემდეგი სახით იყო ფორმულირებული -  „რომელი პოლიტიკური პარტია მიგაჩნიათ კომპეტენტურად შემდეგ საკითხში“ პასუხები შემდეგი სახით განაწილდა (გავაზობთ პირველ ოთხ პოზიციას):

კონსტიტუცია და სახელმწიფო მოწყობა: ქართული ოცნება - 12%; ნაციონალური მოძრაობა - 9%; რესპუბლიკური პარტია - 8%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები - 6%

იუსტიცია და მართლმსაჯულება: ნაციონალური მოძრაობა - 18%; ქართული ოცნება - 10%; რესპუბლიკური პარტია - 7%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები - 6%

საზოგადოებრივი წესრიგი და პოლიცია:  ნაციონალური მოძრაობა - 22%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები - 7% ქართული ოცნება 5%; რესპუბლიკური პარტია - 4%;

თავდაცვა და უსაფრთხოება: ნაციონალური მოძრაობა -25%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები - 10% რესპუბლიკური პარტია - 9%; ქართული ოცნება 7%;

საგარეო პოლიტიკა: ნაციონალური მოძრაობა -32%; ქართული ოცნება 15%; პატრიოტთა ალიანსი - მრეწველები -13%; ალასანია-თავისუფალი დემოკრატები და ბურჯანაძე- ეროვნული ფორუმი -12-12%;  

ფინანსური პოლიტიკა: ნაციონალური მოძრაობა - 11%, ქართული ოცნება -3%, ალასანია-თავისუფალი დემოკრატები -1%; გირჩი-1%;

ეკონომიკური პოლიტიკა: ნაციონალური მოძრაობა - 22%; ქართული ოცნება -7%, ალასანია-თავისუფალი დემოკრატები -6%; გირჩი-4%;

სოციალური პოლიტიკა: ქართული ოცნება -24%; ნაციონალური მოძრაობა - 23%; ლეობორისტული პარტია - 11%; ბურჯანაძე- ეროვნული ფორუმი - 5%;

დასაქმება - ნაციონალური მოძრაობა -11%; ქართული ოცნება - 6%; ლეობორისტული პარტია და გირჩი - 2-2%; ალასანია - თავისუფალი დემოკრატები და ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის 1-1%;

სოფლის მეურნეობა და გარემოს დაცვა - ქართული ოცნება -25%; ნაციონალური მოძრაობა - 15%; რესპუბლიკური პარტია -6%, ალასანია - თავისუფალი დემოკრატები და ლეიბორისტული პარტია 2-2%;

მეცნიერება და განათლება-  ნაციონალური მოძრაობა -14%; ქართული ოცნება - 13%; ალასანია - თავისუფალი დემოკრატები -5%, რესპუბლიკური პარტია - 4%;

კულტურა და ძეგლთა დაცვა -  ნაციონალური მოძრაობა -17%; ქართული ოცნება - 11%; ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის -4%; რესპუბლიკური პარტია - 3%;

შერიგებისა და კონფლიქტების რეგულირება - ქართული ოცნება - 17%; ნაციონალური მოძრაობა -13%, ალასანია - თავისუფალი დემოკრატები -11%; ბურჯანაძე- ეროვნული ფორუმი - 8%;

სატელეფონო კვლევა ჩატარებულია 1-ელ ივნისს თბილისის მასშტაბით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge