png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დავით ნარმანია: ქვეყნისა და ქალაქის სტაბილური, მდგრადი განვითარება ჩვენი მთავარი მიზანია

  • პოლიტიკა
  • 06.06.2016
  • 15:01
დავით ნარმანია: ქვეყნისა და ქალაქის სტაბილური, მდგრადი განვითარება ჩვენი მთავარი მიზანია

თბილისის მერი დავით ნარმანია საქართველო-ყაზახეთის ბიზნეს ფორუმს დაესწრო. ფორუმზე, რომელიც Forbes Georgia და Forbes Kazakhstan-ის ორგანიზებით გაიმართა, წარმოდგენილი იყო საინვესტიციოპროექტებისოფლისმეურნეობის, ტურიზმის, უძრავიქონების, ლოგისტიკის და ეკონომიკის სხვასფეროებიდან. ყაზახეთის 40-კაციანი დელეგაციის შემადგენლობაში არიან მსხვილი ყაზახური კომპანიების მფლობელები.

თბილისის მერმა ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.დავით ნარმანიამ ყურადღება საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე და გამარტივებულ ადმინისტრაციულ პროცედურებზე გაამახვილა.

„ქვეყნისა და დედაქალაქის მთავრობა უპირობო მხარდაჭერას გპირდებათ თქვენ, თქვენს პარტნიორებს და ყველა ინვესტორს ჩვენთან ბიზნესის წამოწყებასა და წარმართვაში. ჩვენ აღმოვფხვერით კორუფცია, შევქმენით ღია, გამჭვირვალე და ხელსაყრელი ბიზნეს გარემო. ჩვენთან მარტივია ბიზნესის დაწყება, რადგანაც გვაქვს გამარტივებული ადმინისტრაციული პროცედურები ქონების განკარგვაზე, მშენებლობაზე და ა.შ. მშენებლობის ნებართვების გაცემა ელექტრონული ფორმით ხდება, რაც სულ რამდენიმე დღეს მოიცავს. შესაბამისად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყოველწლიურად მზარდია. ბაზარზე ღია და სამართლიანი კონკურენციაა.  წამყვანი სარეიტინგო სააგენტოები ჩვენს ქვეყანას აფასებენ, როგორც სტაბილურსა და პოზიტიურს. გვაქვს თავისუფალი სასამართლო, შესაბამისად, ბიზნესთან დაკავშირებული დავები წყდება ხელისუფლებისგან დამოუკიდებლად და მისი ჩარევის გარეშე. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენთან ინვესტირება არის უსაფრთხო და ამავდროულად გვაქვს დაბალი გადასახადები. ქვეყნისა და ქალაქის სტაბილური მდგრადი განვითარება ჩვენი მთავარი მიზანია“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საჯაროდაკერძო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოშია კრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge