png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 06.06.2016
  • 18:24
საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, სტრასბურგში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან გამართა.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების გარემო, ადამიანის უფლებების დაცვისა და საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების საკითხები განიხილეს.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება 19 მაისს, სოფელ ხურჩაში განვითარებული მოვლენების გამო, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა,  უდანაშაულო მოქალაქე მოკლეს იმ  ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს. 

როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრაზე აღინიშნა, ეს კრიმინალური აქტი აშკარად აჩვენებს, იმას, თუ რა მდგომარეობაა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით.

საქართველოს ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საჭიროა
მონიტორინგის განხორციელება ადამიანის უფლებების მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან კიდეც ერთხელ გაესვა ხაზი
საქართველო-ევროსაბჭოს მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს ევროსაბჭოს კონსოლიდირებულ მოხსენებას საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ევროსაბჭოს მხრიდან  საქართველოსთან მიმართებაში ასეთი მიდგომები გაგრძელდება და ევროპის საბჭო ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ ჰქონდეს წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რათა ფლობდეს სრულ ინფორმაციას იქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს ევროპის საბჭოს ჩართულობას საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ნდობის აღდგენის პროცესში.

გიორგი მარგველაშვილმა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან შეხვედრისას საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა და ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილა.

აღინიშნა, რომ  საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესში, პოზიტიურია, პარტიებისათვის ხანგრძლივი წინასაარჩევნო პერიოდი, რადგან მათ დიდი დრო  მიეცემათ   ამომრჩეველთან მუშაობისათვის.

ხაზი გაესვა ვენეციის კომისიასთან ''საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონთან დაკავშირებულ საკითხებზე მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას და საქართველოს პრეზიდენტმა  ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის დაწყებამდე  გიორგი მარგველაშვილმა ოქროს წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge