png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ევროკავშირის 5 ქვეყანა ფედერიკა მოგერინის მოუწოდებს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციაზე

  • მსოფლიო
  • 09.06.2016
  • 17:44
 ევროკავშირის 5 ქვეყანა ფედერიკა მოგერინის მოუწოდებს, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციაზე

ევროკავშირის ხუთი ქვეყნის - ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის - საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრები ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურ ლიდერს, ფედერიკა მოგერინის მოუწოდებენ, გათვალისწინებულ იქნეს საქართველოს ძალისხმევა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესასრულებლად და ევროკავშირმა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება: დათანხმდეს საქართველოს ვიზების ლიბერალიზაციაზე.

ამის შესახებ, ,,რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ნათქვამია წერილობით მიმართვაში, რომელიც 9 ივნისს გაუგზავნეს მოგერინის, აგრეთვე ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრს და ნიდერლანდის მიგრაციის საკითხების მინისტრს ზემოხსენებული ხუთი ქვეყნის მინისტრებმა.

ისინი გამოთქვამენ იმედს, რომ საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდება 10 ივნისს, ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ამასთან მინისტრები მადლობას უხდიან წერილის ადრესატებს იმისათვის, რომ დააკმაყოფილეს თხოვნა, რომელიც ეხებოდა საქართველოს საკითხის შეტანას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 20 ივნისის შეხვედრის დღის წესრიგში. ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა მინისტრებს იმედი აქვთ, რომ 20 ივნისს მაინც მოხერხდება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე შეთანხმება, თუ მას 10 ივნისს ვერ მიაღწევენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge