png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

შსს-ში ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლის საკითხებზე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

  • სამართალი
  • 10.06.2016
  • 09:33
შსს-ში ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლის საკითხებზე სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, აშშ-ს ენერგეტიკის ტეპარტამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ბირთვული კონტრაბანდის აღმოჩენისა და შეკავების ოფისის დირექტორ ლაურელ კოტონს და ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრის წარმომადგენელ ჟან გალს შეხვდა. შეხვედრას შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძე და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი მინდია ლორთქიფანიძე ესწრებოდნენ.
მხარეებმა ბირთვულ კონტრაბანდასთან ბრძოლის მიმართულებით ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტს, ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრსა და საქართველოს შსს-ს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის ზომების გაუმჯობესებაზე. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღინიშნეს, უკონტროლო ტერიტორიები რადიაციული კონტრაბანდის რისკებს ზრდის, რაც შსს-ს მხრიდან დამატებითი ზომების მიღებას საჭიროებს.
შს მინისტრის მოადგილის თქმით, უკვე მიმდინარეობს რადიაციის აღმომჩენი მობილური სისტემების მონტაჟი მაღალი გამავლობის მანქანებზე, რაც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს საშუალებას მისცემს, ყოველდღიურ რეჟიმში, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე პატრულირებისას მოახდინოს რადიაციული ფონის მუდმივი მონიტორინგი.
ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შსს-ს ახალ სასაზღვრო გამტარ პუნქტ „კარწახს“ ეწვივნენ და იქ დამონტაჟებული რადიაციული პორტატული მონიტორები დაათვალიერეს.
საქართველოს შსს-ს, აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტისა და ერთობლივი კვლევების ცენტრის წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, განხორციელდა სასაზღვრო გამტარი პუნქტი „კარწახის“ რადიაციული პორტალებით აღჭურვა და თანამშრომელთა გადამზადება. სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, შემუშავდა და ფუნქციონირება დაიწყო ეროვნულმა საკომუნიკაციო სისტემამ (NCS); ასევე, რადიაციული ნივთიერებების აღმოჩენისა და რეაგირების კუთხით, სპეციალური ტრეინინგები გაიარეს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა.
აღნიშნული ღონისძიებები გამორიცხავს სასაზღვრო გამტარი პუნქტების მეშვეობით რადიაციული ნივთიერებების კონტრაბანდის რისკებს და ამცირებს კონტრაბანდისტების მიერ საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტის მიზნით გამოყენების საფრთხეს.
„აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტი ქართულ მხარესთან ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კუთხით, უკვე ათი წელია, თანამშრომლობს. აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტისა და ევროკავშირის ერთობლივი კვლევის ცენტრის მიერ განხორციელებული სამმხრივი პროექტი წარმატებული საერთაშორისო თანამშრომლობის ნათელი მაგალითია. გვეამაყება, რომ ვმონაწილეობდით სასაზღვრო გამშვები პუნქტი - „კარწახის“ შესაძლებლობების გაზრდაში“, - აღნიშნა ლაურელ კოტონმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge