png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

  • სამართალი
  • 10.06.2016
  • 18:02
პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობაში, რაც დაკავშირებულია მის სამსახურებრივ საქმიანობასთან, ნიკა ბაიაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,3531 მუხლის მესამე ნაწილით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ 2015 წლის 20 სექტემბერს, დაახლოებით 22:30 საათზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს მეტროპოლიტენის სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი ირაკლი სარალიძე იმყოფებოდა ქ. თბილისში, მეტროპოლიტენის სადგურ „ახმეტელის" მიმდებარე ტერიტორიაზე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მას თავს დაესხა დანით შეიარაღებული ნიკა ბაიაშვილი. დადგინდა, რომ ირაკლი სარალიძე არ იცნობდა თავდამსხმელს და შესაბამისად მასთან არანაირი უთანხმოება არ გააჩნდა.  ნიკა ბაიაშვილის თავდასხმის მიზეზს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ირაკლი სარალიძე იყო პოლიციის ფორმით და ასრულებდა თავის მოვალეობას, რის გამოც სიცოცხლის მოსპობის მიზნით დანით რამდენჯერმე მიაყენა ჭრილობა კისრის, ზურგისა და სხეულის სხვადასხვა არეში.  ნიკა ბაიაშვილი სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს, ირაკლი სარალიძე კი ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე.

მოსამართლემ ნიკა ბაიაშვილს ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge