png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

IFC განვითარებად ქვეყნებს ინვესტიციების მოსაზიდად საჭირო ეკონომიკური პოლიტიკის დანერგვაში ეხმარება

  • ეკონომიკა
  • 14.06.2016
  • 09:46
IFC  განვითარებად ქვეყნებს ინვესტიციების მოსაზიდად საჭირო ეკონომიკური პოლიტიკის დანერგვაში ეხმარება


IFC  განვითარებად ქვეყნებს ინვესტიციების მოსაზიდად საჭირო ეკონომიკური პოლიტიკის დანერგვაში ეხმარება. ამ მიზნით ბათუმი  საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ ორდღიან კონფერენციას მასპინძლობს, რომელიც ევროპის, ცენტრალური აზიის და აფრიკის განვითარებად ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისკენ მიმართული რეფორმების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ეს ინიციატივა მსოფლიო ბანკის ჯგუფის იმ ღონისძიებების ნაწილია, რომელიც ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს კერძო სექტორის განვითარებისა და სამუშაო ადგილების შესაქმნელად. განვითარებად ქვეყნებს უდიდესი პოტენციალი აქვთ, მაგრამ ბევრი მათგანი ვერ ახერხებს მის რეალიზაციას ინვესტიციების ნაკლებობის, კონკურენტუნარიანობის დაბალი დონის და მკაცრი რეგულაციების გამო. კონფერენციაზე მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები მთავრობების წარმომადგენლებთან რეფორმების განსახილველად შეიკრიბნენ, რათა უფრო მეტი და უკეთესი ხარისხის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა გახდეს შესაძლებელი.

„ჩვენი მიზანია, რომ საქართველო კიდევ უფრო მიმზიდველი ქვეყანა გახდეს უცხოური ინვესტორებისთვის, რაც სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკურ ზრდას შეუწყობს ხელს, აღნიშნულის მისაღწევად მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და თავისუფალი იქნება ზედმეტი ბარიერებისგან. მოხარულნი ვართ, ამ კონფერენციის ფარგლებში ვიმუშაოთ მსოფლიოს წამყვან ექსპერტებთან და ჩვენს კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნიდან, რათა შევიმუშაოთ ყველასთვის სასარგებლო მექანიზმები ამ მიზნის მისაღწევად“, აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ბოჭორიშვილმა.

კონფერენცია საშუალებას მისცემს სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების წარმომადგენლებს განიხილონ ისეთი საკითხები, როგორიცაა უცხოური ინვესტიციების როლი განვითარებაში, ინვესტიციების ხელშეწყობის თანამედროვე ტენდენციები და პერსპექტიულ სექტორებში არსებული შესაძლებლობების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება. მონაწილეები ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 20-ამდე ქვეყნიდან ყურადღებას გაამახვილებენ ინვესტიციების სტიმულირების გზებზე, ხელისშემშლელი ბარიერების აღმოფხვრასა და  საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის შექმნაზე, აგრეთვე, არსებული ინვესტორების ინტერესების დაცვისა და ინვესტიციების შენარჩუნების სტრატეგიის შემუშავებაზე.

„უცხოელი და ქართველი ინვესტორების მიერ განხორციელებული ინვესტიციები ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, ინოვაციებს და მეწარმეობის განვითარებას, ასევე იმ უნარების ჩამოყალიბებას, რომლებიც აუცილებელია მდგრადი ეკონომიკისა და საზოგადოებისთვის. საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების სფეროში რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობა ახალი შესაძლებლობების გამოყენებას უწყობს ხელს და ეს კონფერენცია სწორედ ამ მიზნის მიღწევაში დაგვეხმარება,“ აღნიშნა IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენმა.

ეს ინიციატივა მსოფლიო ბანკისა და IFC-ის ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანობის საკითხებზე მომუშავე ერთობლივი ჯგუფის საქმიანობის ნაწილია, რომელიც დახმარებას უწევს ქვეყნებს  მარტივი, ეფექტიანი და ბიზნესზე მორგებული რეგულაციების შემუშავებაში, რათა ხელი შეუწყონ კერძო სექტორის ზრდას და ამავდროულად დაიცვან სახელმწიფოს ინტერესები.

აღნიშნული ძალისხმევის ფარგლებში საქართველოს საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის პროექტი დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობას საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაში რეგულაციების ეფექტიანობის ამაღლებით სამ სფეროში, ესენია: საგადასახადო, სავაჭრო ლოგისტიკა და საინვესტიციო პოლიტიკა. პროექტი ხორციელდება ავსტრიის ფინანსთა სამინისტროსა და კომპანია BP-ს და ნავთობისა და გაზის პროექტებში მისი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით.

2015 ფინანსურ წელს IFC-მ მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში თითქმის 18 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩადო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge