png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

დავით ბალაძე საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ კონფერენციას ესწრება

  • ეკონომიკა
  • 14.06.2016
  • 10:16
დავით ბალაძე საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ კონფერენციას ესწრება

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე ბათუმში მიმდინარე საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ კონფერენციას ესწრება. კონფერენციაზე საუბარი ინვესტიციების სტიმულირების გზებს, ამ სფეროში ხელისშემშლელი ბარიერების აღმოფხვრას, საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის შექმნას და ინვესტიციების შენარჩუნების სტრატეგიის შემუშავებას ეხება. კონფერენციას 20 ქვეყნის დელეგატი ესწრება.
კონფერენცია მსოფლიო ბანკისა და IFC-ის ვაჭრობისა და კონკურენტუნარიანობის საკითხებზე მომუშავე ერთობლივი ჯგუფის საქმიანობის ნაწილია, რომელიც დახმარებას უწევს ქვეყნებს მარტივი, ეფექტიანი და ბიზნესზე მორგებული რეგულაციების შემუშავებაში, რათა ხელი შეუწყონ კერძო სექტორის ზრდას და ამავდროულად დაიცვან სახელმწიფოს ინტერესები.
აღნიშნული ძალისხმევის ფარგლებში საქართველოს საინვესტიციო გარემოს ხელშეწყობის პროექტი დახმარებას უწევს საქართველოს მთავრობას საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაში რეგულაციების ეფექტიანობის ამაღლებით სამ სფეროში, ესენია: საგადასახადო, სავაჭრო ლოგისტიკა და საინვესტიციო პოლიტიკა. პროექტი ხორციელდება ავსტრიის ფინანსთა სამინისტროსა და კომპანია BP-ს და ნავთობისა და გაზის პროექტებში მისი პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით.
2015 ფინანსურ წელს IFC-მ მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში თითქმის 18 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია ჩადო.
კონფერენცია მსოფლიო ბანკის წევრი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანზებით მიმდინარეობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge