png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ვიმპელკომმა და ერიქსონმა 1 მლრდ დოლარის ღირებულების პროგრამული უზრუნველყოფის პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს

  • ეკონომიკა
  • 20.06.2016
  • 13:42
ვიმპელკომმა და ერიქსონმა 1 მლრდ დოლარის ღირებულების პროგრამული უზრუნველყოფის პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმეს

საერთაშორისო კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია „ვიმპელკომმა“ (NASDAQ: VIP), რომლის კომპანიათა ჯგუფის წევრია „ბილაინი“, „ერიქსონთან“ (Ericsson) (NASDAQ : ERIC) 1 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამული უზრუნველყოფის პარტნიორობის შეთანხმება გააფორმა, რომელიც თავის მხრივ რადიკალურად გარდაქმნის „ვიმპელკომის“ გლობალური საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) ინფრასტრუქტურას.

პარტნიორობა გულისხმობს „ვიმპელკომის“ IT ინფრასტრუქტურის სრულ განახლებას  11 ქვეყანაში და 12 დროის სარტყელში - რაც წარმოადგენს ყველაზე დიდ და ამბიციურ პროექტს საერთაშორისო კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების   ინდუსტრიის ისტორიაში.

„ვიმპელკომი“ განახორციელებს თავისი ბიზნესის მხარდაჭერის სისტემების (BSS) ინფრასტრუქტურის ციფრულ ფორმატში გადატანას და გლობალიზებას ერიკსონის ახალი პროგრამული უზრუნველყოფის და ქლაუდის (Cloud) ტექნოლოგიების გამოყენებით.

შეთანხმება მოიცავს „ვიმპელკომის“ ვალდებულებას მიაწოდოს თავის მომხმარებელს საუკეთესო მომსახურება ინოვაციური გადაწყვეტილებების და სამრეწველო თანამშრომლობის მეშვეობით. ციფრული სტეკი (Digital Stack) დააჩქარებს

პროდუქციისა და სერვისების განვითარებას, ხოლო თითქმის რეალურ დროში ჩატარებული ანალიზური მონაცემების მიწოდება და გამოყენება შესთავაზებს მომხმარებლის სერვისების უფრო მეტად პერსონალიზირების საშუალებას.  გარდა ამისა, მარტივი ინტერფეისი, ასევე გააძლიერებს მომხმარებლის  გამოცდილებას ნებისმიერ დონეზე.

"წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს ფუნდამენტურ  მოვლენას ჩვენს ტრანსფორმაციაში, რადგან ჩვენი სტრატეგიით მივისწრაფით წინ, რათა ვაქციოთ ვიმპელკომი ჭეშმარიტ ციფრულ კომპანიად. ახალი ციფრული სტეკი (Digital Stack) დაგვეხმარება უკეთ მოვახდინოთ რეაგირება ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნებზე, და ამავე დროს დაგვეხმარება განვახორციელოთ ჩვენი ბიზნესის ცენტრალიზება და გამარტივება, შევქმნათ მოქნილი და სხარტი ოპერაციები, რომელიც ჩამოაყალიბებს ხარჯების უფრო ეფექტურ სტრუქტურას ჩვენს გლობალურ ბიზნესში", განაცხადა „ვიმპელკომის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჟან-ივს შარლიმ.

ციფრული ტრანსფორმაციის შედეგად, ვიმპელკომის IT სისტემების მართვა გახდება უფრო მოსახერხებელი, მარტივი და მეტად მომზადებული მომავლისათვის, ვინაიდან კომპანია გეგმავს მიაწოდოს მომხმარებელს ახალი ციფრული მომსახურება მოწინავე ქსელების დახმარებით, რაც ხელს შეუწყობს თანამედროვე პარამეტრებისა და მომსახურების უზრუნველყოფას. საოპერაციო ხარჯების *მნიშვნელოვანი შემცირების გარდა, გაუმჯობესებული ტექნოლოგიის სტრუქტურა საშუალებას მისცემს ვიმპელკომს უფრო სწრაფად მოახდინოს საკუთარი ციფრული ინოვაციური სტრატეგიის მონიტორინგი, კერძოდ, მობილური გართობის, კომუნიკაციის, ფიზიკური ობიექტების ინტერნეტის (IOT), და მობილური ფინანსური მომსახურების ( MFS) სფეროში. გარდა ციფრული მომსახურების ფართო არჩევანის შეთავაზებისა, ვიმპელკომი შესძლებს მიაწოდოს მომხმარებელს პერსონალიზირებული შეთავაზებები, უწყვეტი ონლაინ მომსახურების გამოცდილება და გამარტივებული და მთლიანად ციფრული მომსახურების სიჩქარე და კომფორტულობა.

„ვიმპელკომი“, რომელსაც აქვს წვდომა მსოფლიოს მოსახლეობის 10 პროცენტზე, ასრულებს უნიკალურ ფუნქციას ციფრული გაძლიერების უზრუნველყოფაში მომხმარებლისათვის, განსაკუთრებით კი განვითარებად ბაზრებზე, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებენ 3G და 4G LTE ტექნოლოგიის გამოყენებას.

"სრულად უერთიერთდაკავშირებულ სამყაროში წარმატების მისაღწევად, ოპერატორებს ესაჭიროებათ მაღალი ხარისხის შესრულება, მოქნილობა და ეფექტურობა. ერიკსონის უნიკალური BSS, როგორც სერვის კონცეფცია, რომელსაც თან ერთვის უმაღლესი ხარისხის მომსახურება და ტექნოლოგიური შესაძლებლობები, დაეხმარება ვიმპელკომს აღნიშნული ამბიციების რეალიზებაში კომპანიის პოზიციონირებით შემდგომი ზრდის უზრუნველსაყოფად, ვინაიდან ICT შეცვლის ინდუსტრიას გლობალურად“, აცხადებს „ერიკსონის“ პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჰანს ვესტბერგი.

გლობალური სტრატეგიული პარტნიორობა ვიმპელკომსა და ერიკსონს შორის წარმოადგენს ორივე კომპანიის ვალდებულებას მიაწოდონ ახალი ციფრული მომსახურება ვიმპელკომის მომხმარებელს. როგორც სანდო პარტნიორი, ერიკსონი უზრუნველყოფს ვიმპელკომის სრულ ციფრულ ტრანსფორმაციას, რაც გულისხმობს ახალი ციფრული BSS გარემოს მართვასა და ოპერირებას Cloud-ზე დაფუძნებული ციფრული მხარდაჭერის სისტემის არქიტექტურის გამოყენებით, რომელსაც უხელმძღვანელებს ერიკსონის შემოსავლების მენეჯერი.

"მომავალი გულისხმობს რეალურ დროში შეთავაზებების პერსონალიზირებას და მათი შესაბამისობის და მიზიდულობის უზრუნველყოფას ჩვენი მომხმარებლისათვის, რომელიც იყენებს ციფრულ სერვისებს. აღნიშნული ტექნოლოგიური ცვლილება წარმოადგენს უზარმაზარ ნახტომს ჩვენი ჯგუფისთვის და წარმოადგენს ჩვენი სტრატეგიის ნაწილს, რაც გულისხმობს ტრანსფორმაციას დინამიურ ბიზნესად, რომელსაც ესმის და რეაგირებს მომხმარებლის ციფრულ მოთხოვნებზე. მხოლოდ ინვესტირება უახლეს ტექნოლოგიებში და   მთლიანი გაციფრულება საშუალებას მოგვცემს მივაწოდოთ მომხმარებელს ინოვაციური და კონკურენტუნარიანი მომსახურება მხარდაჭერილი სამომავლო ქსელების მეშვეობით როგორიცაა 4G LTE და სხვა", აცხადებს „ბილაინის“ გენერალური დირექტორი  გიორგი ტყეშელაშვილი.

პროგრესის მიღწევის შემთხვევაში, ვიმპელკომის გუნდი შეამცირებს ინფორმაციული ტექნოლოგიების ხარჯების 50 პროცენტზე მეტს (opex და capex) მესამე წელიწადისთვის, რაც შეადგენს ჯგუფის მთლიანი შემოსავლების დაახლოებით 2 პროცენტის თანაფარდობას. ამგვარი ეფექტურობის სარგებელი უკვე შეტანილია სამიზნე 750 მილიონი აშშ დოლარის ფულადი ნაკადის გაუმჯობესებაში, რომელიც გასაჯაროვდა ბაზრისთვის 2015 წლის აგვისტოში. პროექტთან დაკავშირებული ხარჯები და ინვესტიცია შედის ვიმპელკომის 2016 წლის ფინანსურ დოკუმენტაციებში, რომელშიც პირველი კვარტლის შედეგები გასაჯაროვდა 2016 წლის 12 მაისში. ერიკსონთან გაფორმებული ხელშეკრულება გათვლილია შვიდ წელიწადზე, თუმცა სახელშეკრულებო ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობით.   

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge