png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია

  • ეკონომიკა
  • 24.06.2016
  • 11:48
ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის საქმიანობა საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია
საქართველოს ეროვნული ბანკის შიდააუდიტორული სამსახურის საქმიანობა შესაბამისობაშია შიდა აუდიტის პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან, ამის შესახებ აღნიშნულია ჰოლანდიის ცენტრალური ბანკის ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომლის თანახმად, შიდააუდიტორული სამსახურის საქმიანობის ხარისხს სამსაფეხურიანი შკალიდან უმაღლესი შეფასება - "ზოგადად შესაბამისი"1 მიენიჭა. 
 
ეროვნული ბანკის შიდააუდიტორული სამსახურის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამა ითვალისწინებს საქმიანობის ხარისხის გარე შეფასების განხორციელებას ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ. სრული გარე შეფასება შეირჩა როგორც უფრო მაღალი ხარისხის რწმუნების მქონე მეთოდი შიდააუდიტურული სამსახურის საქმიანობის შესაფასებლად. ამასთან, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მხედველობაში მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაცია და გარე შეფასების განსახორციელებლად სხვა ცენტრალური ბანკის სპეციალისტები მოიწვია.
 
2015 წლის დასაწყისში შედგა მოლაპარაკებები ჰოლანდიის ცენტრალური ბანკთან და შეთანხმდა ეროვნული ბანკის შიდააუდიტორული სამსახურის ხარისხის გარე შეფასების განხორციელების დეტალები. გარე შეფასების მიზანს წარმოადგენდა ეროვნული ბანკის შიდააუდიტორული სამსახურის საქმიანობის ხარისხის შიდა აუდიტორთა ინსტიტუტის მიერ გამოცემული პროფესიული პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან და ეთიკის კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ექსპერტთა ჯგუფის წევრებად შეირჩნენ დარგის ცნობილი სპეციალისტები: რობერტ კორნელისი და პიტერ უილემსენი, რომელთაც ჩატარებული აქვთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის არაერთი ქვეყნის ცენტრალური ბანკის შიდა აუდიტის სამსახურის გარე შეფასება. 
 
შეფასების პროცესი მოიცავდა, როგორც დაინტერესებული მხარეების წინასწარ გამოკითხვას და კონკრეტული მასალების დისტანციურ შესწავლას, ასევე, ექსპერტთა ჯგუფის ადგილზე ვიზიტს 2015 წლის ოქტომბერში, რომლის ფარგლებში შედგა შეხვედრები შიდა აუდიტორებთან, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან, აუდიტის კომიტეტის წევრებთან და სხვადასხვა დეპარტამენტების მენეჯერებთან. ექსპერტებმა დეტალურად შეისწავლეს და გააანალიზეს შიდააუდიტორული სამსახურის სამუშაო დოკუმენტაცია და პროცედურები. 
 
"შეფასების შედეგებმა დაადასტურა, რომ ეროვნული ბანკის შიდა აუდიტის საქმიანობაში მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი. ვფიქრობთ, შიდააუდიტორული სამსახურის საქმიანობის სრული გარე შეფასების შედეგად დაგროვილი გამოცდილება პოზიტიურად აისახება ქვეყნის მასშტაბით შიდა აუდიტის ფუნქციის განვითარებაზე, მისი როლისა და მნიშვნელობის ამაღლებაზე კორპორატიული მმართველობის პროცესში", - განაცხადა ეროვნული ბანკის შიდააუდიტორული სამსახურის უფროსმა მამუკა ჯიბუტმა.
 
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge