png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების მეორე ფაზა წარმატებით დასრულდა

  • საზოგადოება
  • 29.06.2016
  • 17:12
საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების მეორე ფაზა წარმატებით დასრულდა


საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების მეორე ფაზა წარმატებით დასრულდა. პროექტის დახურვის ცერემონიალი ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრში გაიმართა. ღონისძიებაში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი მონაწილეობდნენ.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივთა დროსა და ფინანსებს. სოფლის მოსახლეობას ის 200-ზე მეტ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისს სთავაზობს. სოფლის მცხოვრებნი დროისა და ფინანსების დანაკარგის გარეშე მარტივად ახერხებენ დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვ. გარდა სახელმწიფო სერვისებისა, საზოგადოებრივ ცენტრში ხელმისაწვდომია „ლიბერთი ბანკისა“ და „მაგთიკომის“ მომსახურებაც.

საზოგადოებრივ ცენტრში ფუნქციონირებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა, განთავსებულია თანამედროვე ბიბლიოთეკები. საზოგადოებრივი ცენტრის უახლესი ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა  მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ.

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების მეორე ფაზის ფარგლებში 22 საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა. 2014 წელს საზოგადოებრივი ცენტრები ამოქმედდა  ყვარელწყალში (ახმეტის მუნიციპალიტეტი), მუხაესტატეში (ქობულეთის მუნიციპალიტეტი); გეგუთში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), მეჯვრისხევში  (გორის მუნიციპალიტეტი), კაჭრეთში (გურჯაანის მუნიციპალიტეტი). 2015 წლიდან ფუნქციონირებს ხიდისთავის (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), ნუკრიანის (სიღნაღის მუნიციპალიტეტი), კორბოულის (საჩხერის მუნიციპალიტეტი), ღორეშის (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი), კაზრეთის (ბოლნისის მუნიციპალიტეტი), შილდის (ყვარლის მუნიციპალიტეტი), ორსანტიის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), ქვემო ნატანების (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), კაბლის (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი), ლენტეხის (ლენტეხის მუნიციპალიტეტი) საზოგადოებრივი ცენტრები, 2016 წელს კი სწრაფი და კომფორტული სერვისები ჩაქვის (ქობულეთის მუნიციპალიტეტი), ხრეითის (ჭიათურის მუნიციპალიტეტი), სადახლოს (მარნეულის მუნიციპალიტეტი), რუხის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი), დიდი ჯიხაიშის (სამტრედიის მუნიციპალიტეტი), მარტყოფისა (გარდაბნის მუნიციპალიტეტი) და იორმუღანლოს მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომია.

პროექტის − „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში − ფაზა II“ − დასკვნითი ღონისძიება საოკუპაციო ზოლის  მახლობლად მდებარე ორსანტიის საზოგადოებრივ ცენტრში საგანგებოდ გაიმართა.  როგორც ცნობილია, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით საოკუპაციო ზოლის  მახლობლად საზოგადოებრივი ცენტრები მოსახლეობისთვის მდგომარეობის შესამსუბუქებლად აშენდა.  საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით საოკუპაციო ზოლის ორივე მხარეს მცხოვრებთ საშუალება აქვთ, ისარგებლონ  სახელმწიფო თუ კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით, ბიბლიოთეკით,  მონაწილეობა მიიღონ საჯარო შეხვედრებში და ა.შ. სახელმწიფო სერვისების შეუფერხებლად მიღება კონფლიქტით დაზარალებული მოქალაქეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. 

საზოგადოებრივი ცენტრების განვითარების მეორე ფაზის დახურვას იუსტიციის სამინისტროს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge