png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს რკინიგზასა და გერმანულ კომპანიას „Deutsche Bahn“ შორის მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრო

  • ეკონომიკა
  • 01.07.2016
  • 13:47
დიმიტრი ქუმსიშვილი საქართველოს რკინიგზასა და გერმანულ კომპანიას „Deutsche Bahn“ შორის მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრო

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, გერმანიის ფედერალურ საგარეო საქმეთა მინისტრ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც საქართველოს რკინიგზასა და გერმანულ კომპანიას „Deutsche Bahn“ შორის გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახტაძემ და „Deutsche Bahn“-ის წარმომადგენელმა ნიკო ვარბანოფმა.

ხელმოწერის შემდეგ ურთიერთგაგების მემორანდუმის შეფასებისას საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ  დოკუმენტი ითვალისწინებს ქართული და გერმანული სატრანსპორტო კომპანიების თანამშრომლობის განვითარებას ორი მიმართულებით - პირველია ტრანსკასპიური მიმართულება, რაც გულისხმობს ტვირთების მიმოსვლას ჩინეთსა და ევროპას შორის. რაც შეეხება მეორეს, ესაა ევროპიდან, საქართველოს გავლით, ტვირთის გადაზიდვა ირანისა და სპარსეთის ყურის მიმართულებით და უკან.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, გერმანია-საქართველოს ბიზნესის მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც ფრანც-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტის ფარგლებში მოეწყო, საქართველოსა და გერმანიის რკინიგზების გარდა, ასევე მონაწილეობდნენ კომპანიები, რომლებიც წარმოადგენდნენ ლოგისტიკურ ცენტრებს, სამაცივრე მეურნეობებსა და სატრანზიტო სფეროში მომუშავე აითი-მომსახურების ფირმებს. 

საქართველოს რკინიგზის ინიციატივით, სატრანსპორტო სფეროში იგეგმება Deutsche Bahn-ის, როგორც წარმატებული პარტნიორის შემოყვანა, რომელიც ჩინეთ-ევროპას შორის მოძრავი ბლოკმატარებლების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია.

Deutsche Bahn-ი ტრანს-კასპიურ დერეფანს განიხილავს როგორც მნიშვნელოვან და პერსპექტიულ პარტნიორს. მხარეები თანხმდებიან, რომ ტვირთის ნებისმიერი მიმართულებით გადასაზიდად, ჩვენი დერეფანი ერთ-ერთ საუკეთესო ალტერნატივად გამოიყენონ.

საქართველოს რკინიგზასა და „Deutsche Bahn“-ს  შორის ურთიერთობის პირველი ეტაპი მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის დელეგაცია გენერალური დირექტორის, მამუკა ბახტაძის ხელმძღვანელობით ბერლინში, „Deutsche Bahn“  სათავო ოფისს  ეწვია. საქართველოს დერეფანში მიმდინარე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პროექტების გაცნობის შემდეგ, გერმანულმა მხარემ გამოხატა უდიდესი ინტერესი და გამოთქვა სურვილი აქტიური მონაწილეობა მიეღო დერეფნის განვითარების პროცესში. მიმდინარე წლის მაისში, საპასუხო ვიზიტით, საქართველოს გერმანული დელეგაცია ეწვია. სტუმრობისას  გერმანულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა სიღრმისეულად გაცნობოდა საქართველოს რკინიგზის პროექტების მიმდინარეობის პროცესს. საბოლოოდ, ამ პროცესების შეფასებამ, ქართული და გერმანული რკინიგზის წარმომადგენელთა მაღალმა ინტერესმა, თანამშრომლობის სურვილი ბუნებრივად გააჩინა. მემორანდუმი არის პირველი ნაბიჯი, რომელსაც მხარეები ერთობლივი პროექტების განხორციელებისკენ გადადგამენ.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge