png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩემი დიდი სურვილია, გაჩნდეს პროექტი Learn in Georgia

  • საზოგადოება
  • 02.07.2016
  • 12:49
ალექსანდრე ჯეჯელავა: ჩემი დიდი სურვილია, გაჩნდეს პროექტი Learn in Georgia

ალექსანდრე ჯეჯელავა განათლების სისტემის განვითარების სტრატეგიულ ხედვასა და პრიორიტეტებს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს აცნობს. შეხვედრა კახეთში, პროფესიულ კოლეჯ ,,აისში“  მიმდინარეობს.

პრეზენტაციამდე გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად კოლეჯის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, სასწავლო აუდიტორიებს, ლაბორატორიებსა და სახელოსნოებს გაეცნო.

კოლეჯში სწავლება ძირითადად სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით მიმდინარეობს. განათლების მინისტრის განცხადებით, განათლების სისტემის ახალი ხედვა,როგორც საჯარო სკოლებს, ასევე პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებს შეეხება.

„ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია უმაღლეს განათლებაში ინტერნაციონალიზაცია. უცხოელი სტუდენტები ჩვენს უმაღლეს სასწავლებლებს ჰყავთ, მაგრამ ძალიან ცოტა.  ჩემი დიდი სურვილია, სხვა, პროექტებთან ერთად, როგორიც არის Check in Georgia,  Visit Georgia, გაჩნდეს Learn in Georgia. ეს იქნება ჩემი საყვარელი ჩანაფიქრი, თუ გამოგვივიდა. მეორე მნიშვნელოვანი თემა შეეხება სკოლას. აქ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ არაფორმალური განათლების საკითხში, ანუ მეტი თავისუფლება მივცეთ ბავშვებს წრეების კუთხით, შემოქმედებითი და ბიზნესის კუთხით, ნებისმიერი მიმართულებით, რაც მათ აინტერებთ და ამაში ახალი ინვესტიციები იქნება მნიშვნელოვანი. მესამე და მთავარი  - უნდა იყოს პროფესიული განათლება. ეს დუალური მეთოდი პრემიერი ინიციატივაა. მოგეხსენებათ, რომ მთავრობის 4 პუნქტიან  გეგმაში ერთ-ერთი განათლების სისტემაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ძალიან მასშტაბურ ცვლილებებს უნდა ველოდეთ“,-აღნიშნა განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge