png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პილიგრიმული კატალოგი მოამზადა

  • ეკონომიკა
  • 03.07.2016
  • 16:18
 ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პილიგრიმული კატალოგი მოამზადა

რელიგიური ტურიზმის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პილიგრიმული კატალოგი „მართლმადიდებელი მომლოცველები საქართველოში“ მოამზადა.

93 გვერდიანი კატალოგი მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული კულტურულ მემკვიდრეობას მოიცავს. მასალაში წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოში დაცული სიწმინდეების, ძეგლების, ფრესკებისა და რელიგიური დღესასწაულების შესახებ. კატალოგში აღწერილია ისტორია და გზა წმ. ნინოსა და წმ. ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლისა და მოღვაწეობის შესახებ. კატალოგი სამ: ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე გამოიცა.

კატალოგის სტრუქტურა საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად მომზადდა. კატალოგის პრეზენტაცია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძართან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრში გაიმართა. კატალოგის პრეზენტაციასთან დაკავშირებით მედიისა წარმომადგენლებისათვის პრესტური მოეწყო. ჟურნალისტებმა მცხეთის ტაძრები, ატენის სიონი და უფლისციხე დაათვალიერეს.

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კატალოგის შექმნაზე შემდეგ უწყებებთან ითანამშრომლა: გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის და ძეგლთა დაცვის და კვლევის ეროვნული ცენტრი. საქართველოს ეროვნული მუზეუმი. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge