png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

„თეგეტა მოტორსის“ განახლებული ფილიალი ქალაქ ბათუმში

  • ეკონომიკა
  • 04.07.2016
  • 10:48
„თეგეტა მოტორსის“ განახლებული ფილიალი ქალაქ ბათუმში

„თეგეტა მოტორსი“ მომხმარებელს ქალაქ ბათუმში განახლებულ ფილიალს სთავაზობს. 4 ივლისიდან ქ. ბათუმში, კერძოდ აეროპორტის გზატკეცილი 263-ბ-ში (საბაჟო ტერმინალთან), მომხმარებელს საშუალება ექნება  „თეგეტა მოტორსის“ განახლებული სერვისს ცენტრის მომსახურებით ისარგებლოს. მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, მომსახურების უმაღლესი სტანდარტი, მაღალ კვალიფიციური კადრები და კომფორტული გარემო - ეს ყველაფერი „თეგეტა მოტორსმა“ ერთ სივრცეში გააერთიანა.

ახალი სერვისს ცენტრი განთავსებულია 4000 კვ.მ-ზე და იგი მოემსახურება როგორც მსუბუქ, ასევე სატვირთო ავტომობილებს და სხვა ავტო ტექნიკას.  სერვისს ცენტი აღჭურვილია უახლესი ტექნიკით და მას შეუძლია დღის განმავლობაში 100-მდე მსუბუქი და 30-მდე სატვირთო ავტომობილს მოემსახუროს, ასევე სერვისს გააჩნია დაცული ავტო სადგომი 50 ავტომობილზე.
განახლებულ ბათუმის ფილიალში მომხარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს შემდეგი სახის სერვისებით: ვულკანიზაცია, სავალი ნაწილის შეკეთება,  ელ. სიტემის დიაგნოსტირება და შეკეთება, ძრავის დიაგნოსტირება და შეკეთება, ზეთის შეცვლა ძრავშსა და ხიდების გადაცემათა კოლოფში, გადაცემათა კოლოფის შეკეთება, საწვავი სისტემის დიაგნოსტირება და შეკეთება.
„თეგეტა მოტორსის“ ახალ ფილიალში მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლონ 20%-მდე ფასდაკლებით, რომლის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ: საბურავები - 49 ლარიდან, ნათურები და აალების სანთლები - 5 ლარიდან, ღვედები - 17 ლარიდან, ხუნდები - 32 ლარიდან, სამუხრუჭე დისკები - 50 ლარიდან, ამორტიზატორები - 37 ლარიდან და  აკუმულატორები -88 ლარიდან.
გარდა ფასდაკლებების „თეგეტა მოტორსი“ და სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“ მომხმარებელს უპრეცედენტო აქციას სთავაზობს საბურავებზე. შეიძინეთ 20%-მდე ფასდაკლებით Bridgestone, Michelin, Continental, Hankook, Falken, Riken, Starmaxx და Petlas-ს პრემიუმ კლასის საბურავები და მიიღეთ საჩუქრად საბურავების დაზღვევა. თუ თქვენი საბურავი გასკდა ან დაზიანდა რაიმე საგანთან შეხებით ან მასზე გადავლით, ან თუნდაც ვინმემ განზრახ დააზიანა, სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“ უზრუნველყოფს ზარალის ანაზღაურებას. ასევე სადაზღვევო კომპანია „კოპენბური“ ყველა მომხმარებელს რომელიც „თეგეტა მოტორსის“ ფილიალში დახარჯავს 100 ლარს საჩუქრად გადაცემს მესამე პირის დაზღვევას. ასევე „თეგეტა მოტორსი“ გთავაზობთ პრემიუმ კლასის,  SHELL-ის ძრავის ზეთზე წარმოუდგენელ აქციას. „თეგეტა მოტორსის“ ნებისმიერ ფილიალში შეიძინეთ 4 ან მეტი ლიტრი SHELL-ის ძრავის ზეთი და მიიღეთ საჩუქრად ძრავის, ჰაერის, სალონის და საწვავის ფილტრების შეცვლის სერვისი. თუ თქვენ „თეგეტა მოტორსის“ სერვისს ცენტრში შეიძენთ ხუნდებს, სრულიად უფასოდ მიიღებთ მათი შეცვლის სერვისს. აღნიშნული აქციები მოქმედებს როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე 0%-იანი განვადებით შეძენის შემთხვევაში. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალში მომხმარებლები „ტაქსი ფრის” სისტემით ისარგებლებენ.

„თეგეტა მოტორსის“ ცენტრებში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Riken, Falken, Varta, Exide, Shell, Motul, Fuchs-titan, Meguin, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul  და სხვა.  რაც მთავარია, ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის.  

„თეგეტა მოტორსი“ უკვე 20 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ავტო ინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. თეგეტა მოტორსი არის საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების  მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და მსუბუქი ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. რაც ნიშნავს, რომ აქ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა. დღეისათვის „თეგეტა მოტორსი“ 18 ფილიალითაა წარმოდგენილი, შესაბამისად „თეგეტა მოტორსის“  სერვისს ცენტრების მომსახურებით შეგიძლიათ ისარგებლოთ, როგორც  თბილისში ასევე ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორსა და თელავში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge