png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

აჭარაში, ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი "ბორჯღალო“ ვიზიტორებს ელოდება

  • პოლიტიკა
  • 11.07.2016
  • 13:02
აჭარაში, ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი "ბორჯღალო“ ვიზიტორებს ელოდება

აჭარაში ჩასულ ტურისტებს ამიერიდან ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი "ბორჯღალოც“ მოემსახურება, რომელიც რამდენიმე დღეა რაც გაიხსნა და ვიზიტორების მოლოდიშია.

მუზეუმის შემქმნელი და დამფუძნებელი ქემალ თურმანიძე სხვადასხვა ეთნოგრაფიულ ნივთებს წლების განმავლობაში აგროვებდა.

დღეისათვის მისი მუზეუმმი 4000-ზე მეტ ექსპონატს აერთიანებს, საიდანაც 5 %-ი ნაჩუქარია, ხოლო 95%-ს მის მიერ შესყიდული, ან შექმნილი.

მუზეუმში შესვლა ვიზიტორისთვის 10 ლარი ღირს. ფასდაკლების აქცია მოქმედებს ბავშვებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის  და სტუდენტებისთვის, რომელთათვისაც მუზეუმში შესვლის ღირებულება მხოლოდ 2 ლარია.

ქემალ თურმანიძე ამბობს, რომ ვიზიტორების მიერ გადახდილი საფასურით ის შესაბამის გადასახადებსაც იხდის და ცდილობს, რომ მუზეუმში დასაქმებულებს მცირედი ხელფასიც გადაუხადოს. მართალია ამ დროისათვის მუზეუმში მხოლოდ მისი ოჯახის წევრებია დასაქმერბული, თუმცა იმედი აქვს, რომ "ბორჯღალოს“ ცნობადობა გაიზრდება და მუზეუმს ვიზიტორებიც არ დააკლდება.

ქემალ თურმანიძე ამბობს, რომ დღეისათვის მუზეუმი საკუთარ თავს ვერ ინახავს, თუმცა ვიზიტორების ზრდის შემდგომ, იმედი აქვს რომ მუზეუმის მუშაობა რენტაბელური გახდება.

„ვიმედოვნებ, რომ მუზეუმი თავს შეინახავს. ის კი ვიცით, რომ შექმნილი მუზეუმი არ უნდა გავაუქმოთ და პირიქით, უნდა განვავიოთარიოთ“, აცხადებს  „ბორჯღალოც“ დამაარსებელი.

ქემალ თურმანიძეს კარგად ესმის, რომ კერძო მუზეუმი სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვერ მიიღებს.

„ბიუჯეტისდან დაფინანსებას არც ველი და ვიცი, რომ ვერც მივიღებ. ეს კერძო მუზეუმია და ვერანაირი პროგრამა ვერ მოერგო“, აცხადებს თურმანიძე და დასძენს იმასაც, რომ დაფინანსება ვერც კომერციული ბანკებიდან მიიღო და ამიტომ საკუარი და მეგობრის სახლის ჩადება მოუხდა. ასევე სარგებლობის ლომბარდის მომსახურებითაც, სადაც საკმაოდ მაღალ პროცენრტებს იხდის.

თუმცა ეთნოგრაფიული მუზეუმის მოწყობაში სახელმწიფო დაეხმარა და შესაბამისი ფართი, სადაც შემდგომ მუზეუმის კონცეფცია განავითარა, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიიღო.

„ხშირად მეკითხებიან, თუ რატომ გამიჩნდა მუზეუმის შექმნის იდეა. მუზეუმის შექმნის იდეა ბოლო წლებში არ გამჩენია, ის მთელი სიცოცხლის მანძილზე მქონდა. დაახლოებით 1981 წლიდან დავიწყე სხვადასხვა ეთნოგრაფიული ნივთების შეგროვება. პროფესიით ხეზე კვეთის ოსტატი ვარ, თავდაპირველად ხის ნივთებს ვაგროვებდი. შემდეგ ჩავრთე კერამიკის ნივთები, შემდგომ სპილენძის ნივთების შეგროვებაც დავიწყე. როცა გარკვეული რაოდენობის ეთნოგრაფიული ნივთები დამიგროვდა და საზოგადოების მხრიდან ამ ნივთების დათვალიერების სურვილი გაჩნდა, გადავწყვიტე ნივთები პატარა სივრცეში გამომეფინა, თუმცა ინტერესი იმდენად დიდი იყო და მასალაც იმდენად ბევრი, რომ საჭიროებდა გაფართოებას.

მუზეუმში, 3000 კვ/მ-ზე  წარმოდგენილია ხალხური რეწვის დარგები. მუზეუმში არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ მნახველს ამა თუ იმ დარგზე სწორი შეხედულება ჩამოუყალიბდეს. მუზეუმში განთავსებულ სხვადასხვა დარგობრივ კუთხეებს თან ერთვის შესაბამისი მუსიკალური გაფორმებაც“, განმარტავს ქემალ თურმანიძე.

აღსანიშნავია, რომ ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილია შემდეგი დარგები:

  • ფეიქრობა, მეთუნეობა, ლითონის, ქვისა და ხის დამუშავება. შრომითი პროცესი ასახულია დარგების შესაბამისად ჩაცმული მანეკენებით, სამუშაო გარემოთი, იარაღ-ინვენტარით და გაფორმებული ხალხური მუსიკით.
  • აგრარული მეურნეობა - მეფუტკრეობა, მეხილეობა, მიწათმოქმედება და მევენახეობა.
  • საცხოვრებელი, სამეურნეო და ნაგებობები, წარმოდგენილი როგორც მაკეტებით, ასევე რეალური სახით.
  • ბათუმში მოქმედ სალოცავთა მაკეტები.
  • ქემალ თურმანიძის მიერ შესრულებული ხეზე კვეთილობის ნაკეთებობები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge