png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე

  • კომენტარები
  • 07.10.2026
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე

ირაკლი კობახიძემ პაატა ბურჭულაძის შვილი "პავლიკა მოროზოვს" შეადარა, რითაც შუქრი ბურჭულაძის სტატუსს გამოეხმაურა, სადაც ის 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე საუბრობდა. 

“თუკი ვინმე გაიაზრებს, რომ არასწორი ქმედება ჩაიდინა, დანაშაული ჩაიდინა და თუკი ვინმე მოინანიებს ამ ქმედებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ ჩვენი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარებაზე, სინანულზე, გვექნება შესაბამისი რეაგირება და რეაგირებაში იგულისხმება შესაბამისი პირების გათავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაული იყო უმძიმესი დანაშაული, ეს იყო ხელისუფლების გადატრიალების, დამხობის მცდელობა, ამის მიუხედავად, ჩვენ გამოვხატავთ მზაობას, რომ აღიარების შემთხვევაში, გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები.

რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, ეს მეტყველებს მათ მორალზე, ის, რომ თან არეულები არიან ამ განცხადებებში, ზოგი აქებს, ზოგი არ აქებს, ზოგი პირიქით ლანძღავს ასეთ ადამიანებს, ზოგი ციხის გარეთაა, თვითონ იყო თანამონაწილე ძალადობრივი პროცესების და ახალ იმას აკრიტიკებს, ვინც ციხეშია მოხვედრილი, ეს აბსოლუტურად გაუგებარია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ამ ადამიანების მორალზე. რადიკალურ ოპოზიციაში არავის აქვს მორალი, არცერთ ადამიანს.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადებას, ზოგადად, პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“. ეს განცხადებაც ამის დასტურია. სხვა შვილების განცხადებებიც გვახსოვს, ჩახუნაშვილთან დაკავშირებით. ახალგაზრდა „ნაცი” არის გამორჩეული პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგიით, რაც მძიმე მოვლენაა“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა: მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე შესაბამისი განცხადებებით მიმართეს. ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ, მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძის მიერ პროკურატურისთვის საპროცესო შეთანხმების მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი - მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“.

ტეგები:
  • ირაკლი კობახიძე
  • პაატა ბურჭულაძე
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge