png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ბათუმის კონფერენციაზე მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა მიმოიხილა

  • პოლიტიკა
  • 14.07.2016
  • 16:01
ბათუმის კონფერენციაზე მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა მიმოიხილა

“საქართველო ერთგულია და მზად არის ევროპულ გზაზე პროგრესის მისაღწევად. ეს ქართველი ხალხის სურვილი და არჩევანია და ჩვენ გამოვიყენებთ ყველა არსებულ ინსტრუმენტს, ისეთი როგორიცაა ასოცირების შეთანხმება, პირველ რიგში იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყანა გადავაქციოთ ნამდვილ ევროპულ სახელმწიფოდ და ასევე ვიყოთ მზად ისტორიული შანსისათვის, რომელსაც ევროპული ინტეგრაცია ჰქვია”- განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოში სტუმრობისთვის. საკუთარ გამოსვლაში მიხეილ ჯანელიძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, ევროკავშირთან თანამშრომლობის გზაზე მიღწეულ წარმატებებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

მისი განცხადებით აღმოსავლეთ პარტნიორობა არის შესაძლებლობების ჩარჩო იმ ქვეყნებისთვის, ვინც ჩართულია ამ პროცესში და იზიარებს თანამშრომლობის მიზნებსა და ამბიციებს. მისი თქმით საქართველომ მიიღო კონკრეტული ხელშესახები შედეგები განსაკურებით სექტორული მიმართულებით.

 “ასოცირების შესახებ შეთანხმების ისტორიული ხელმოწერა და 1 ივლისს მისი ძალაში შესვლა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა და უდიდეს შესაძლებლობაა. ეს  ძალზე საპასუხისმგებლო პროცესია, რომელიც ყველა სექტორში მასშტაბური რეფორმების გატარებას ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილი აქვს ნაკისრი ვალდებულებები კონკრეტულ შედეგებად აქციოს. საქართველოს გააჩნია ამბიცია იქცეს  იმის დასტურად, რომ  რეგიონში ევროკავშირს ტრანსფორმაციული ძალა გააჩია,  რასაც მოწმობს გაფართოების პროცესი. ჩვენ გაგვაჩნია ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა, რომელიც თავის შედეგებს გამოიღებს”- განაცხადა მინისტრმა.

 მისი განცხადებით დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცებასთან ერთად, საქართველო, რომელსაც სტრატეგიული მდებარეობა გააჩნია, ინვესტიციების განსახორციელებლად სტაბილურ და უსაფრთხო გარემოს ქმნის, ამავდროულად, ის ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში პროაქტიურ კონტრიბუტორად გვევლინება.

“ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეობას ევროკავშირის კრიზისის მართვის ოპერაციებში მსოფლიოს მასშტაბით, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საერთო ღირებულებების დაცვა არის ის, რაც დღეს  ჩვენ ასე მტკიცედ გვაერთიანებს”- აღნიშნა მინისტრმა.

მისი განცხადებით საქართველო გააგრძელებს ევროკავშირთან უსაფრთხოების საკითხებზე აქტიურ თანამშრომლობას, რითიც კიდევ ერთხელ დაამტკიცებს, რომ საქართველო არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი ევროპისა და ევროკავშირისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით.

“ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი ენერგო უსაფრთხოების პროვაიდერი ევროპისათვის იმ ენერგო პროექტებით, რომლებსაც ევროკავშირთან და ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან ერთად ვუწევთ იმპლემეტაციას. ჩვენ განვაგრძობთ ვიყოთ საიმედო პარტნიორი, მაშინ, როდესაც საქმე ეხება არა მხოლოდ ენერგომატარებლებსარამედ საქონლის ტრანზიტს აზია-ევროპის მიმართულებით“ - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტი სიტყვით გამოვიდა სესიაზე “ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის მიმოხილვა და მისი პრიორიტეტები ასოცირებული ქვეყნებისთვის. სესიას მოდერაციას უწევდა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMDP) დირექტორი, ავსტრიის რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-კანცლერი მაიკლ შპინდელეგერი. გამომსვლელებს შორის იყვნენ: საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი ვიქტორ დოლიძე, ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტი, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს დირექტორი, ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილე ლუკ პიერ დევინი და ყოფილი ევროკომისარი გაფართოებისა და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში გიუნტერ ფერჰოიგენი.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტები სხვა ყველაფერთან ერთად მიმართულია სტაბილურობის ხელსეწყობისა და უსაფრთხოების გაძლიერებისკენ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge