png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 14.07.2016
  • 16:25
საგარეო საქმეთა მინისტრი ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტს შეხვდა

 2016 წლის 14 ივლისს, ბათუმში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძისა და ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტი) მეორე პრეზიდენტის კარლჰაინც კოპფის (Karlheinz Kopf) შეხვედრა.

შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოსა და ავსტრიის ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას და ყურადღება დაეთმო ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებს. ხაზი გაესვა 2016 წლის აგვისტოში თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოს გახსნის მნიშვნელობას, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ურთიერთობებს.

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა ავსტრიის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტს ავსტრიული მხარის მიერ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის.

ხაზი გაესვა, რომ საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) ჩათვლით, ახალ იმპულსებს შესძენს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ეკონომიკური კავშირების შემდგომი გააქტიურების კუთხით. ამასთან, გამოითქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა ენერგეტიკის, გარემოს დაცვის, განვითარების, სამართალდაცვით, კულტურისა და განათლების სფეროებში კიდევ უფრო განმტკიცდება.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და საქართველოს მთავრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიზნით, რეგიონში არსებულ მდგომარეობას და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებს. მხარეებმა განიხილეს 2017 წელს ავსტრიის ეუთო-ს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები და ავსტრიული მხარის სამომავლო როლი რეგიონული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით.

 ბათუმის კონფერენციის ფარგლებში, ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მეორე პრეზიდენტმა შეხვედრები ასევე გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან, პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან დავით ბაქრაძესთან. 15 ივლისს დაგეგმილია კარლჰაინც კოპფის სტუმრობა საქართველოში წარმოდგენილ ავსტრიულ კომპანიებთან.

კარლჰაინც კოპფი ბათუმის მე-13 საერთაშორისო კონფერენციაში „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობის მიღების მიზნით, 14-15 ივლისს საქართველოში ვიზიტით იმყოფება.

 აღსანიშნავია, რომ 2014 წლის შემდეგ, ეს ავსტრიელი მაღალჩინოსნის უკვე რიგით მესამე ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge