png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თავდაცვის მინისტრი ლუკ პიერ დევინიეს შეხვდა

  • თავდაცვა
  • 15.07.2016
  • 19:00
თავდაცვის მინისტრი ლუკ პიერ დევინიეს შეხვდა

ბათუმის საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზის“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. თინათინ ხიდაშელი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელს ლუკ პიერ დევინიეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირის მისიებში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობისა და ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკაზე ისაუბრეს.

ლუკ პიერ დევინიემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროკავშირის მისიებში შეტანილი წვლილისთვის. თავის მხრივ, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკის ერთგულია და მზად არის, განაგრძოს მონაწილეობა ევროკავშირის მისიებში.
შეხვერის დროს საუბარი შეეხო საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და აღინიშნა, რომ მისიის ყოფნა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. ევროკავშირის დელეგაცია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საგამოძიებო ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაოებითაც დაინტერესდა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, წინასწარი მოცემულობით ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ბრალეულობა არ იკვეთება.

„დღეს გაჩნდა ბევრი ახალი შესაძლებლობა. სულ რამდენიმე თვის წინ ევროკავშირმა უსაფრთხოების ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა, რომელშიც აქცენტები, პრაქტიკულად, მთლიანად შეცვლილია. საფრთხეები, რომელიც საქართველოს წინაშე დგას, ზუსტად ისეა შეფასებული, როგორც მას ჩვენ ვაფასებთ. რუსეთიდან მომავალ საფრთხეებზე საუბარია, პრაქტიკულად, იმავე მასშტაბით, როგორც ვარშავის სამიტზე მიღებულ ნატოს დოკუმენტში. შესაბამისად, მოგვეცა საშუალება, რომ ევროკავშირს ვესაუბროთ ახალი ინსტრუმენტების გაჩენაზე და ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის ახალი შესაძლებლობების მიცემაზე, მათ შორის იმ ნაწილისთვის, რომელიც მისიებში მონაწილეობს და იმ ნაწილისთვისაც, რომელიც საქართველოში იცავს მშვიდობას. შესაბამისად, ამით პასუხი გაეცემა იმ საფრთხეებს და გამოწვევებს, რომელზეც ევროკავშირი თავის დოკუმენტში საუბრობს. ვისაუბრეთ კონკრეტულ ინსტრუმენტებზეც, რომელიც ადრე ევროკავშირის ქვეყნებისთვის იყო გათვალისწინებული და ახლა კი ჩვენს ქვეყანას შეუძლია მისი გამოყენება. დიდი იმედი მაქვს რომ შემოდგომაზე ჩვენ შევძლებთ ამ მიმართულებით მოლაპარაკებების დაწყებას,“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge