png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი

  • კომენტარები
  • 01.10.2026
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი

2012 წლის პირველ ოქტომბერს მე დემოკრატიულად გადავაბარე ხელისუფლება. 2021 წლის პირველ ოქტომბერს, მათ, ვისაც გადავაბარე, იმათ ჩამაგდეს ციხეში. დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, 2021 წელს საქართველოში ქვეყნის სიყვარულმა და ქვეყნის გადარჩენის სურვილმა ჩამოიყვანა.

„ბევრი მაძახებს, რისთვის ჩამოხვედიო – გიხსნით – ჩემი მთავარი სიძლიერე და მთავარი სისუსტე არის საქართველოს სიყვარული. ხოდა ვერ გავუძელი შორიდან ჩემი ქვეყნის განადგურების ყურებას და პასუხისმგებლობის გრძნობამ ჩამომიყვანა. ჩამოვედი იმიტომ, რომ დარწმუნებული ვიყავი, უდიდესი ეროვნული კატასტროფისკენ მივექანებოდით. პროცესი დაიწყო 2012 წელს, თუმცა ძალიან დაჩქარდა 2020 წლიდან და უბრალოდ ჩემს თავს ვერ ვაპატიებდი, რომ არ მეცადა მაინც ჩვენი ხალხის გამოღვიძება და თუნდაც პირადი თავგანწირვის ფასად ქვეყნის გადარჩენა.

ამ ხუთი წლის განმავლობაში ორჯერ ვიყავი ძალიან ახლოს სიკვდილთან. მაწამეს, მომწამლეს, მთელი დრო ცდილობენ ჩემს დამცირებას და ყველანაირად მზღუდავენ. ამ ყველაფერში ყველაზე მთავარი ისაა, რომ ყველაფერი ეს კეთდება დამპყრობლის დაკვეთით, რასაც პირდაპირ ამბობენ პუტინი/მედვედევი/ლავროვი და ეს იმ ფონზე, რომ ცამდე მართალი ვარ ჩემი ხალხის წინაშე და სრულიად უდანაშაულო კანონის ნორმებით.

თუმცა მე მთელი ეს დრო მაქვს დიდი დანაშაულის გრძნობა, დანაშაულის უკრაინის წინაშე, რომ ვერ ვეხმარები სათანადოდ, დანაშაულის დედაჩემის წინაშე, რომლის ტვირთადაც ვიქეცი, სოფოს და ახლობლების წინაშე და რაც მთავარია, ჩემი შვილების წინაშე. ძალიან განვიცდი, რომ ალისა მას შემდეგ, რაც ენა აიდგა, მუდმივად მახსენებს, ღამით იღვიძებს და მეძახის, საშინლად განიცდის უჩემობას, რომ ვერ მივიყვანე პირადად ვერც საბავშვო ბაღში და ვერც ახლა სკოლაში, რომ პირადად ვერ დამყავს მუსიკაზე, ფრანგულზე, ფიგურულ სრიალზე, რომ ვერ ვუსრულებ დანაპირებს მის დისნეილენდში წაყვანაზე. განვიცდი, რომ მუდმივად უხდება პოლიტიკაზე საუბარი და 6 წლის ასაკში პოლიტიკის ყველა დეტალებში გარკვეულია, რაც არაა ნორმალური.

უკვე ხუთი წელია, ვიმყოფები უსამართლო ტყვეობაში. აქამდე თავს იმით ვიმშვიდებდი, რომ ჩემი საყვარელი მწერალი სერვანტესი და ჩემი უახლოესი მეგობარი და პოლიტიკური მოკავშირე ჯონ მაკკეინიც ხუთი წელი იყვნენ დატყვევებული. ახლა უკვე გრაფ მონტე-კრისტოს და ნელსონ მანდელას კატეგორიაში მიხდება გადასვლა და მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, როგორც არასდროს, ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, იმიტომ რომ ხალხის 80% აზრზეა მოსული, სცენაზე ბოლომდე გამოდის იდეალისტური „მიშას თაობა“ და ჩემი ბრძოლა და იდეები უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე, ამასობაში რუსეთიც მარცხდება. ასე რომ, ზუსტად ვიცი, ფუჭად არ ჩაივლის „ეს განწირული სულისკვეთება“.

No pasaran! Борітеся — поборете! ქართველები დაიბრუნებენ ქვეყანას!! ალისა დაიბრუნებს მამიკოს!!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი

ტეგები:
  • მიხეილ სააკაშვილი
გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge