png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

გიორგი მარგველაშვილი ლიუბლიანაში სლოვენიის პრეზიდენტს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 18.07.2016
  • 15:38
გიორგი მარგველაშვილი ლიუბლიანაში სლოვენიის პრეზიდენტს შეხვდა

სლოვენიის რესპუბლიკაში  ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს ბორუტ პაჰორს პირისპირ შეხვდა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა შეხვედრა, დელეგაციებთან ერთად, გაფართოებულ ფორმატში გამართეს.

შეხვედრისას მხარეებმა, სლოვენიის რეპუბლიკასთან  თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხები განიხილეს, ურთიერთობების გაღრმავებას კი, მხარეების აზრით, ხელს შეუწყობს  ქვეყნებს შორის  ორმხრივი შეთანხმებების გაფორმება, რომელიც  დღეს  იგეგმება.

საქართველოს პრეზიდენტმა სლოვენიის პრეზიდენტს   საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე, დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე და არსებულ წინასაარჩენო გარემოზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა სლოვენიის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მუდმივი  მხარდაჭერისთვის.

გიორგი მარგველაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ 2016 წლის ოქტომბერში, საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე სლოვენიელი დამკვირვებლები ფართოდ იქნებიან წარმოდგენილნი. 

პრეზიდენტებმა ისაუბრეს საქართველო-სლოვენიის მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების შესახებაც.

მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა.
ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესახებ და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების შესაძლებლობების ფონზე, ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე.

საქართველოს პრეზიდენტმა სლოვენიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები თენგიზ ფხალაძე, მაია მელიქიძე, ანა დოლიძე, კახა კოჟორიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია, საქართველოს ელჩი სლოვენიის რესპუბლიკაში ზურაბ ბექაია, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ნინო ჩიქოვანი.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი სლოვენიის რესპუბლიკაში 19 ივლისს დასრულდება.

 

 

--

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge