png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ვახტანგ კაპანაძე ნატოს საზაფხულო სემინარს დაესწრო

  • თავდაცვა
  • 18.07.2016
  • 18:03
 ვახტანგ კაპანაძე  ნატოს საზაფხულო სემინარს დაესწრო

არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტეგრაცია ნატოსა და ევროკავშირისკენ“ ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის ნატოს შესახებ რიგით მე-7 საზაფხულო სემინარებს მართავს. დღეს სემინარის მონაწილეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიმართა.


გენერალ-მაიორმა ყურადღება საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე გაამახვილა, ასევე ისაუბრა ჰიბრიდული ომის სპეციფიკაზე და მასთან გამკლავების საშუალებებზე. სემინარის დასასრულს გენერალ-მაიორსა და ჟურნალისტებს შორის დისკუსია გაიმართა.

 

ორდღიან სემინარს როგორც თბილისიდან, ასევე რეგიონებიდან ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ელექტრონული მედიის 35-მდე ჟურნალისტი ესწრება. ჟურნალისტები ნატოს შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ. სემინარების ძირითადი თემატიკა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრინციპები, გაფართოების პოლიტიკა, პარტნიორობის პოლიტიკა, ვარშავის სამიტის დღის წესრიგი და კომუნიკე, ნატოს სტრატეგიული კომუნიკაცია, საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივა, ნატო-რუსეთის ურთიერთობა, ასევე, ნატოს სამხედრო მისიები და ალიანსის ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობაა.
საზაფხულო სემინარები ნატოს სამეკავშირეო ოფისში იმართება.

სემინარებს ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და სახალხო დიპლომატიის წარმომადგენლები, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები უძღვებიან.
ნატოს საზაფხულო სემინარები საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში რუმინეთის საელჩოს, საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სამსახურისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პარტნიორობით ტარდება. სემინარის დასასრულს ჟურნალისტებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge