png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საჩხერის მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

  • პოლიტიკა
  • 20.07.2016
  • 20:10
„ქართული ოცნების“  თავმჯდომარემ საჩხერის მოსახლეობას  მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა

ჩვენ გვტკივა თქვენი ტკივილი და გვიხარია თქვენი სიხარული, ჩვენ გპირდებით სწრაფ განვითარებას" ,-ასე მიმართა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საჩხერის მოსახლეობას.

პარტიის თავმჯდომარემ საჩხერის რაიონულ ცენტრში შეკრებილ ადგილობრივებს  მაჟორიტარობის კანდიდატი, პაატა კვიჟინაძე, წარუდგინა.

 "ეს არის მებრძოლი ადამიანი, მას ყველას გულისტკივილი გულთან მიაქვს და იბრძვის ადამიანების პრობლემების მოგვარებისთვის. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, პაატა კვიჟინაძემ წარმოადგინოს საჩხერე პარლამენტში",-აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

საჩხერის მოსახლეობას სიტყვით  ასევე მიმართა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.

"მიხარია, რომ ამდენ გულანთებულ ადამიანს ვხედავ. ჩვენ 8 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ „ქართული ოცნების“ გამარჯვებას, რაც ნიშნავს, სრულიად საქართველოს გამარჯვებას",-აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.

ადგილობრივებს სიტყვით მიმართა და მაჟორიტარობის კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა პარლამენტის ვიცე -სპიკერმა,საჩხერის მაჟორიტარმა დეპუტატმა, მანანა კობახიძემ.

 "ქართული ოცნების" შექმნას სწორედ საჩხერეში ჩაეყარა საფუძველი, ყველა დიდი საქმე საჩხერიდან იწყება. 2012 წელს ერთ მუშტად დავდექით და გავიმარჯვეთ, დარწმუნებული ვარ, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების ტონის მომცემი გახდება საჩხერე",-განაცხადა მანანა კობახიძემ.

პაატა კვიჟინაძემ გიორგი კვირიკაშვილსა და „ქართული ოცნების“ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და საკუთარ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ამ ოთხი წლის განმავლობაში მივაღწიეთ მთავარს, თავისუფლებას, მაგრამ არ ვკმაყოფილდებით მიღწეულით და განვაგრძობთ ბრძოლას უკეთესი მომავლისთვის",-აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge