png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პრემიერმა ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე წარადგინა

  • პოლიტიკა
  • 21.07.2016
  • 19:17
პრემიერმა ტყიბულისა და თერჯოლის  გაერთიანებული საარჩევნო ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე წარადგინა

ჩვენ ყველამ ერთად ქვეყანა უნდა გავაფერადოთ; უნდა მორჩეს შავთეთრი ფერები,-აღნიშნული განცხადება პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრმა  გიორგი კვირიკაშვილმა თერჯოლაში გააკეთა, სადაც  რაიონულ ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას  ტყიბულისა და თერჯოლის  გაერთიანებული საარჩევნო ოლქის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე წარუდგინა.

„ბატონი ელგუჯა გახლავთ ძალიან გამოცდილი ადამიანი. მას აქვს  ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებული ისტორია. იგი გახლავთ მეცნიერებათა დოქტორი,გახლავთ ჩაჩავას სამედიცინო კლინიკის ხელმძღვანელი.  მან სერიოზულ წარმატებას მიაღწია თავის სფეროში  და დარწმუნებული ვართ, ჩვენ ყველანი, რომ ასეთივე წარმატებული იქნება პოლიტიკაში. ჩვენთვის პოლიტიკა- ეს არის თქვენი ინტერესის გატარება საქართველოს პარლამენტში“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ოთხი წლის განმავლობაში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროგრამებზე მიაწოდა ინფორმაცია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით,სოფლის მეურნეობას დღეს რომ ყურადღება ეთმობა, ასეთი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა.

  „აღარ არის პრობლემა ის, რომ შვილი პოლიკლინიკაში წაიყვანო. აღარ არის პრობლემა, რომ მოხუცს უმკურნალო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია. მინდა, ყველა ჩვენთაგანმა გულში ჩავიხედოთ და შევხედოთ გაგებით იმას, რომ ხელისუფლებას არ შეუძლია ერთ დღეში შეცვალოს მთლიანად რეალობა. ჩვენ მივდივართ ნაბიჯ-ნაბიჯ იქითკენ, რომ ყველა ჩვენმა თანამოქალაქემ იგრძნოს განსხვავება და იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე. ამისათვის ჩვენ დღემდე გარკვეული გზა გამოვიარეთ. ოთხი წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა გადადგა სახელმწიფოებრივი ნაბიჯი და ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად მნიშვნელოვანი გარდატეხა მოახდინა ჩვენს ცხოვრებაში. დღემდე ჩვენ გავაკეთეთ მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯანდაცვის კუთხით, სოფლის მეურნეობის კუთხით. დამეთანხმებით, სოფლის მეურნეობას დღეს რომ ყურადღება ეთმობა, ასეთი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა. უამრავი პროგრამა არსებობს. მცირემიწიანი ფერმერებისთვის, უფრო მსხვილი ფერმერებისთვის. ხეხილის დარგვის, „დანერგე მომავალი“, სხვადასხა შეღავათიანი კრედიტები.  „აწარმოე საქართველოში“, რომელიც დამწყებ კომპანიებს აძლევს ძალიან სერიოზულ საშუალებას და რესურს იმისათვის, რომ საქმიანმა ადამიანმა ახალი საქმე წამოიწყოს, მაგრამ ჩვენ არ ვართ, რა თქმა უნდა, თვითკმაყოფილებაში და ჩვენ აშკარად ვხედავთ, რამდენი რამ არის გასაკეთებლი. დღეს ჩვენ გვჭირდება სწრაფი განვითარებისათვის ნაბიჯები. ამისთვის, ჩვენს მთავრობას გააჩნია მკაფიო ხედვა და გეგმა, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველდღიურად რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ოთხი წლის თავზე შეუქცევადი განვითარების სიჩქარე აკრიფოს იმისათვის, რათა დავქოქოთ ჩვენი ქვეყანა, მართლა ავაგუგუნოთ და იყოს ჩვენს ქვეყანაში ის დინამიკა, რომელსაც ყველა ჩვენთაგანი, ყველა ოჯახი იგრძნობს საკუთარ თავზე უკვე გაზრდილი კეთილდღეობის სახით. ამისთვის, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გაგვაჩნია ადამიანური რესურსი, ხედვა, გამოცდილება, განათლება, ყველაფერი იმისათვის, რომ ეს ცვლილება მოვიტანოთ ქვეყანაში“,-განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კვირიკაშვილმა განათლების სისტემის რეფორმირების აუცილებლობასა და პროფესიული განათლების დაფინანსების საჭიროებას გაუსვა ხაზი.

 მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ეკონომიკურ რეფორმებსა და ინფრასქტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე.

„ჩვენ ყველამ ერთად ქვეყანა უნდა გავაფერადოთ. უნდა მორჩეს შავთეთრი ფერები. უნდა მომავლის იმედი მივცეთ ჩვენს ბავშვებს. აი, ამ ბავშვებს,  რომლებიც  აქ დგანან. ამისთვის ჩვენ გვაქვს სრული თავდაჯერება.  ჩვენ ვგრძნობთ საკუთარ თავში ძალას, რესურს, რომ ჩვენ გავხდეთ მიზიდულობის ცენტრი, რომელიც ყველა ადამიანს, ვისაც ქვეყანაში განვითარება სურს,  უკეთესი ხვალინდელი დღე სურს, გააერთიანებს ჩვენთან ერთად და არ გაყობს საზოგადოებას. არ დაჭამს ერთმანეთს, როგორც დღეს ეს ხდება  ყოველდღიურად. ჩვენ ქართველი ერი, პატარა ერი ვართ. ჩვენ არ გვაქვს იმის რესურსი, რომ გავიყოთ  ორ,სამ,ოთხ, ათ ჯგუფად. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ჩვენი სამშობლოსთვის  და ჩვენი უკეთესი  ხვალინდელი დღისათვის . ეს არის ჩვენი პარტიის, „ქართული ოცნობის“ მთავარი მიზანი. სწორედ ამისთვის ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ადამიანები ჩვენს პარლამენტში,  სწორედ ამისთვის დღეს ჩვენ გვინდა წარმოგიდგინოთ  მაჟორიტარის კანდიდატი თერჯოლისა და ტყიბულის-  ეს არის ბატონი ელგუჯა გოცირიძე“,-განაცხადა პრემიერმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge