png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ლავროვი: ქართულ-რუსული ურთიერთობების აღსადგენად ნაბიჯი თბილისმა უნდა გადადგას

  • პოლიტიკა
  • 22.07.2016
  • 14:55
ლავროვი: ქართულ-რუსული ურთიერთობების აღსადგენად ნაბიჯი თბილისმა უნდა გადადგას

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ქართულ-რუსული ურთიერთობების აღსადგენად ნაბიჯი თბილისმა უნდა გადადგას. ამის შესახებ სერგეი ლავროვმა რუსეთის ვლადიმირის ოლქში მიმდინარე ახალგაზრდულ-საგანმანათლებლო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების შესახებ დასმულ შეკითხვაზე სერგეი ლავრომა განაცხადა, რომ რუსეთს საქართველოში დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ საელჩო არ აქვს, არამედ ფუნქციონირებს ინტერესთა სექცია.

რუსეთის მთავრმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატორი მოსკოვი არ ყოფილა. მისი თქმით, ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია, თუმცა ახლა "სვლა თბილისზეა".

ამას გარდა, სერგეი ლავროვის მტკიცებით, ნატო-მ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში სამხედრო მოქმედებების დაწყება წაახალისა.

"2008 წელს ბუქარესტში ნატო-ს წევრებს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა განაცხადეს, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან. 2008 წლის აგვისტოში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავი დაკარგა და ცხინვალს დაესხა. თქვენ ნახეთ, რა გამოვიდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ნატო-ს მხრიდან წახალისებამ თავისი როლი შეასრულა. იგივე მოხდა უკრაინაშიც", - განაცხადა სერგეი ლავროვმა

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge