png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

"აბრეშუმის გზის" ფორუმზე მაღალი დონის დელეგაციებმა თბილისში ჩამოსვლა დაიწყეს

  • ეკონომიკა
  • 14.10.2015
  • 16:35
"აბრეშუმის გზის" ფორუმზე მაღალი დონის დელეგაციებმა თბილისში ჩამოსვლა დაიწყეს

"აბრეშუმის გზის" ფორუმზე მაღალი დონის დელეგაციებმა თბილისში ჩამოსვლა დაიწყეს. საქართველოს დედაქალაქს უკვე ეწვია ექვსი ქვეყნის დელეგაცია.

 თბილისს, ფორუმში მონაწილეობის მიზნით, დღეს უკვე ესტუმრა  ჩინეთის წარმომადგენლობითი დელეგაცია, რომელსაც სინძიანის რეგიონის გუბერნატორი შუქრათ ზაკირი ხელმძღვანელობს. ჩინეთის დელეგაციას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დახვდა. 

 "15-16 ოქტომბერს თბილისი მასპინძლობს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს, რომელიც იმართება პრემიერ მინისტრის პატრონაჟით. ამ ფორუმზე ჩვენ გვეყოლება 800-მდე დელეგატი 31 ქვეყნიდან. მნიშვნელოვანია, რომ ფორუმის თანაორგანიზატორი არის ჩინეთის მთავრობა. დღეს ჩვენ ვხვდებით ჩინეთის წარმომადგენელს,  სინძიანის რეგიონის გუბერნატორს შუქრათ ზაკირს, რომელიც ხელმძღვანელობს ჩინეთის დელეგაციას. ჩინეთის მხრიდან ჩამოდის 300-მდე დელეგატი და, შესაბამისად, მთლიანად ამ ფორუმის მანძილზე ჩვენ გვექნება შეხვედრები, რომლებმაც ხელი უნდა  შეიწყოს აბრეშუმის გზის აღორძინებას, მასზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, ახალი ტვირთნაკადების გაზრდას და, შესაბამისად, ჯამურად, მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის დამატებითი შემოსავლებისა და სარგებლის მოტანას". 

 დღესვე საქართველოს უკვე ეწვია აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტი უენჩაი იანგი. დღის განმავლობაში თბილისში ასევე ელოდებიან ცხრა ქვეყნის დელეგაციას.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მონაწილეობას მიიღებს ევროპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის 31 ქვეყნის წარმომადგენლობითი დელეგაცია, მათ შორის - ვიცე-პრემიერები და მინისტრები (ავღანეთი, აზერბაიჯანი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, აშშ,  ბელარუსი, დანია, თურქეთი, თურქმენეთი, ინდოეთი, იტალია, კანადა, კვიპროსი, სამხრეთ კორეა, ლატვია, ლიტვა, მოლდოვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, საფრანგეთი, სლოვენია, სომხეთი, უზბეკეთი, უკრაინა, უნგრეთი, ქუვეითი, ყაზახეთი, ყირგიზეთი,შვეიცარია, ჩეხეთი, ჩინეთი). ასევე 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge