png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სეტყვამ გურჯაანის სოფლები დააზარალა

  • პოლიტიკა
  • 23.07.2016
  • 13:02
სეტყვამ გურჯაანის სოფლები დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა გურჯაანის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა. 2030.news-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სოფელ კარდენახში, სადაც სტიქიამ ვენახები, საზამთროს ბაღები და ბოსტნეული კულტურა გაანადგურა.

სეტყვა, რომელსაც ძლიერი წვიმა და ქარიშხალიც ერთვოდა, თითქმის 40 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა.

"ამ დილას რასაც შევხედეთ, მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია. აღარც პამიდორი ვარგა, აღარც ხეხილი და აღარც ვენახები. მოსავლის მოსაყვანად ყველა ოჯახს ბანკებიდან კრედიტები გვაქვს აღებული, რა გვეშველება, არ ვიცით“, -  აცხადებს სოფელ კარდენახის მცხოვრები სოსო ქიტიაშვილი.

კარდენახის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის,

ალექსანდრე ტურიაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით სტიქიამ მოსავლის 50% გაანადგურა.

"დღეს დილიდან, ჩვენ, მოსახლეობასთან ერთად ადგილზე ვამოწმებთ სტიქიისგან მიყენებულ ზიანს. ამ დროის მონაცემებით, სეტყვამ და ქარიშხალმა მდინარე ალაზნის მიმდებარე ტერიტორიაზე 100 ჰექტრამდე ნაკვეთები 50%-ით დააზიანა. სტიქიისგან მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა დღის ბოლომდე დაზუსტდება“, - აცხადებს ალექსანდრე ტურიაშვილი.

ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის რაიონის სოფლები წელს რამდენჯერმე დააზარალა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge