png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თბილისში საერთაშორისო ბრენდის ხუთვარსკვალვიანი სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi გაიხსნა

  • ეკონომიკა
  • 15.10.2015
  • 09:45
თბილისში  საერთაშორისო ბრენდის ხუთვარსკვალვიანი სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi  გაიხსნა

თბილისში  საერთაშორისო ბრენდის ხუთვარსკვალვიანი სასტუმრო Hotels & Preference Hualing Tbilisi  გაიხსნა. სასტუმროს გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა კომპანია „ჰუალინგ ჯგუფს“ პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა და საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დასრულდა კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომელიც ჩინურმა კომპანიამ - „ჰუალინგ ჯგუფმა“ ჩვენს ქვეყანაში განახორციელა. კომპანია "ჰუალინგი" ახორციელებს ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს საქართველოში. როგორც უკვე აღვნიშნე, 500 მილიონი დოლარის ინვესტიციებს დებს ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა აღვნიშნო მათი ყველაზე მასშტაბური დეველოპერული პროექტი - თბილისის ზღვის ახალი ქალაქი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით. სწორედ ამ ტერიტორიაზე გაშენებულმა ოლიმპიურმა სოფელმა უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაიმართა. 
მე მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ "ჰუალინგმა" დათქმულ ვადებში, წარმატებით განახორციელა ეს პროექტი. "ჰუალინგ ჯგუფს" ეკუთვნის აგრეთვე ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი და მრავალფეროვანი სავაჭრო კომპლექსი - თბილისის ზღვის პლაზა,“–განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, "ჰუალინგი" ახორციელებს პროექტებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის ქუთაისში, სადაც არის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა და უკვე ათამდე საწარმო ფუნქციონირებს. 

ხუთვარსკვალვიანი სასტუმრო „Hualing Tbilisi“ საერთაშორისო სასტუმროთა ქსელის - „Hotels & Preference“–ის პირველი წარმომადგენლობაა საქართველოში.

თბილისის ზღვასთან მდებარე, 5 ვარსკვლავიან სასტუმროს აქვს 246 ნომერი,  რეკრეაციული ცენტრი შიდა საცურაო აუზითა და სპორტული დარბაზებით და საქართველოში ყველაზე დიდი 800 მ2 ფართის საკონფერენციო დარბაზი.

სასტუმროს მშენებლობა დაიწყო 2013 წელს, პროექტის საერთო მოცულობაა 73 მილიონი აშშ დოლარი და ამ ეტაპზე დასაქმებულია 300-მდე ადამიანი

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge