png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ამბასადორიალზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხები განიხილეს

  • პოლიტიკა
  • 27.07.2016
  • 13:28
ამბასადორიალზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხები განიხილეს

თბილისში მიმდინარე ამბასადორიალზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების საკითხებს სპეციალური სამუშაო სესია მიეძღვნა.
 

ღონისძიების მონაწილეებთან შეხვედრა გამართეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახი კახიშვილმა და საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ. 


მოწვეულმა სტუმრებმა „ამბასადორიალი 2016“-ის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და ისაუბრეს ბოლო პერიოდის განმალობაში საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე.

განსაკუთრებით აღინიშნა ის პოზიტიური შეფასება, რაც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან არსებობს საქართველოში გატარებული რეფორმების მიმართ. 

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა შეაჯამა საქართველოს საკანონმდებლო ხელისუფლების 4 წლიანი საქმიანობა და ძირითადი მიღწევები. მანანა კობახიძემ ყურადღება გაამახვილა იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ბევრი მიმართულებით უზრუნველყოფს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვას. მან საკანონმდებლო ხელისუფლების სახელით თანადგომა აღუთქვა ქართველ დიპლომატებს მათი საქმიანობისა და საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესრულების პროცესში. 

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით მიღწეულ უპერცედენტო შედეგებზე, საუბარი შეეხო წინასაარჩევნო გარემოს, კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მტკიცე ნება და მზაობა არჩევნები წარიმართოს მაღალი დემოკრატიული სტანდარტებით. ამბასადორიალის მონაწილეებთან შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრმა ასევე წარმოადგინა საქართველოს ეროვნული არქივის ახალი პროექტი, რომელიც ქართული დიპლომატიის ისტორიის წარმოჩენას ემსახურება.

"გვქონდა შესაძლებლობა, რომ იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში უკვე მეოთხედ მიგვეწოდებინა ელჩებისთვის ინფორმაცია იმ შთამბეჭდავ პროგრესზე, მათ შორის რეფორმების, ადამიანის უფლებების და ინსტიტუციური დემოკრატიის ჩამოყალიბების გზაზე, რასაც ჩვენ ოთხი წლის განმავლობაში საქართველოში მივაღწიეთ. საუბარი შეეხო სამომავლო გამოწვევებს, იმ საკითხებს თუ რაზე გვინდა ვიმუშაოთ და მივაღწიოთ წარმატებას“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.

სასჯელარსრულებისა და პრობაციის მინისტრმა ისაუბრა სასჯელარსრულების სისტემაში გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე. კახი კახიშვილის განცხადებით ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად დღეს საქართველოს სასჯელარსრულების სისტემა ევროკავშირის სტანდარტებთან სრულ თანხვედრაშია. შეხვედრაზე დიპლომატიური კორპუსის მხრიდან ხაზი გაესვა  გატარებული რეფორმების გაზიარების კუთხით  პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან არსებულ მზარდ ინტერესს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს ამბასადორიალში მონაწილეობისათვის.

სამუშაო პანელს მოდერაციას უწევდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. 
​

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
  • 15:15
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
  • 15:02
მცემდნენ, მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას - სერგი ყანჩელი, პოლიციას ცემაში, მუქარასა და სექსუალური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
  • 04:00
დამხვდნენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, გამისწორდნენ ფიზიკურად, მეუბნებოდნენ რომ სამართალდამცავები იყვნენ - მიშო სულუხია
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge