png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„ერისიონი“ „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს 13 აგვისტოს გამართავს

  • კულტურა
  • 28.07.2016
  • 10:14
„ერისიონი“ „ბლექ სი არენაზე“  კონცერტს 13 აგვისტოს გამართავს

საქართველოს ხალხური სიმღერისა და  ცეკვის  სახელმწიფო ანსამბლი ერისიონი „ბლექ სი არენას“ სტუმრებისათვის კონცერტს 13 აგვისტოს გამართავს. პროექტი, რომელმაც მთელი ევროპის ყურადღება მიიქცია და ანსამბლს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ახლა ქართველი და უცხოელი მაყურებლისთვის გაიმართება.
პროექტი „ქართული საგანძური“ ანსამბლის 80-ამდე წევრს აერთიანებს და ყველაზე მასშტაბური და ეფექტური სანახაობაა მათ რეპერტუარში.
130 წელი სცენაზე და ათასობით გულშემატკივარი მთელი მსოფლიოს მაშტაბით - ეს იმ ადამიანების დამსახურებაა ვინც ანსამბლს სახელი და პოპულარობა შეუნარჩუნა და ახალი სიცოცხლე აჩუქა. 1985 წლიდან ანსამბლს ჯემალ ჭკუასელი ხელმძღვანელობდა და სწორედ მისი დამსახურებაა ის საერთაშორისო აღიარება, რომელიც ერისიონმა საქართველოს საზღვრებს გარეთ მოიპოვა. დღეს კი ანსამბლს სათავეში ჩაუდგა შერმადინ ჭკუასელი - სამხატვრო ხელმძღვანელი.

კონცერტს, რომელიც „ბლექ სი არენის“ სცენისათვის კიდევ უფრო მასშტაბური და შტამბეჭდავი გახდა,  მხატვრულად ფრანგი და ქართველი სპეციალისტები გააფორმებენ.  არენაზე არსებული აპარატურა კი საშუალებას მისცემს პროექტის ავტორებს ქართული ცეკვა და სიმღერა შოუს ელემენტებით გაამდიდრონ და დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზონ მაყურებელს. 

„თვალწარმტაცი“ ...  „მდიდრული ნადიმი თვალისა და ყურისათვის“ -ეს „ნიუ იორკ პოსტის“ თვალით დანახული ერისიონია.
კონცერტის ბილეთების ფასები ყველასათვის ხელმისაწვდომია და 29 ივლისს საიტზე www.tkt.ge გაიყიდება.
 ანსამბლი ერისიონი -    მთავარი ქორეოგრაფი -ეკა ჭკუასელი

        გენერალური დირექტორი - ოთარ ბლუაშვილი

        მთავარი პროდიუსერი - ალექსანდრე ლორთქიფანიძე

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge