png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი: „ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც უკავშირდება აბრეშუმის გზის სარტყელის განვითარებას“

  • ეკონომიკა
  • 15.10.2015
  • 13:23
ყირგიზეთის ვიცე-პრემიერი: „ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც უკავშირდება აბრეშუმის გზის სარტყელის განვითარებას“

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“, რომელიც 15-16 ოქტომბერს იმართება, 31 ქვეყნის   წარმომადგენლობითი დელეგაცია და 20 საერთაშორისო, საფინანსო და დონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.

როგორც ცნობილია, ფორუმში მონაწილეობს ყირგიზეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ვალერი დილი, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას აბრეშუმის გზის განვითარების საქმეში თბილისის ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენ შესანიშნავ ქალაქში, თბილისში ვიმყოფებით აბრეშუმის გზის ფორუმზე. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომელიც უკავშირდება აბრეშუმის გზის სარტყელის განვითარებას, რომლის კონცეფცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელმა გააჟღერა. აღნიშნული ფორუმი მიზნად ისახავს ამ კონცეფციის ხორცშესხმისათვის აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას შესაბამისი კონკრეტული პროგრამების შემუშავების გზით. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დღევანდელი ფორუმი თბილისში ამ პროგრამების შემუშავების თვალსაზრისით ფუნდამენტური იქნება და ჩვენ შევძლებთ ჩვენი ეკონომიკების ინტეგრირებას. ეს იქნება ევროპისა, აზიისა და ჩინეთის ეკონომიკების ინტეგრირება და მოდით, ასე ვიტყვი - ეს ინტეგრირება განხორციელდება ლისაბონიდან პეკინამდე ბიშკეკის გავლით. ჩვენს ამჟამად ყირგიზეთში ძალიან სერიოზულად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და კონკრეტული ქმედებების ეტაპობრივ პროგრამას ვადგენთ, რის შედეგადაც ჩვენ შევძლებთ ისეთი მსხვილი პროექტების განხორციელებას, რომლებიც ზეგავლენას იქონიებენ ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დინამიკაზე. ჩვენ ასევე ვიმედოვნებთ, რომ ამ კონცეფციით გათვალისწინებული საინვესტიციო პროგრამების ფარგლებში ჩვენ უმოკლეს ვადებში შევძლებთ დასახული მიზნების განხორციელებას. მინდა, ხაზი გავუსვა ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომელიც, ჩემი აზრით, საქართველოსთვისაც ასევე მნიშვნელოვანია - ესაა დროის ფაქტორი. აუცილებელია, ყველაფერი დროულად გაკეთდეს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნების მოსახლეობამ უკვე დღეს შეიგრძნონ ამ დიდი და დიადი პროექტის, „აბრეშუმის გზის“ განხორციელებით მიღებული სარგებელი“, - აღნიშნა დილიმ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge