png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

კვირიკაშვილი: თავდაცვის სამინისტრო არის უწყება, სადაც ყველაზე მეტად უნდა იგრძნობოდეს ქვეყნის ერთიანობა

  • თავდაცვა
  • 02.08.2016
  • 11:40
კვირიკაშვილი: თავდაცვის სამინისტრო არის უწყება, სადაც ყველაზე მეტად უნდა იგრძნობოდეს ქვეყნის ერთიანობა

თავდაცვის სამინისტრო არის უწყება, სადაც ყველაზე მეტად უნდა იგრძნობოდეს ქვეყნის ერთიანობა და ეს უწყება ყველასთვის უნდა იყოს იმის მაჩვენებელი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გენერალური შტაბის და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, რომლებსაც თავდაცვის ახალი მინისტრი, ლევან იზორია წარუდგინა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ლევან იზორია არის უმაღლესი რანგის პროფესიონალი და ქვეყნის პატრიოტი, რომელიც, სამთავრობო და სამინისტროს გუნდთან ერთად, განაგრძობს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებს და მოახდენს ყველას პროფესიონალიზმის კონსოლიდაციას, რათა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს.

„ჩვენი მთავარი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის თავდაცვა. ეს იყო და დარჩება ჩვენი ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტად. რა თქმა უნდა, ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდა, მიმდინარეობს და მომავალშიც განხორციელდება, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის და ბოლო პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაფორმებული სამხედრო თანამშრომლობის მემორანდუმი ჩვენი მომავალი სამხედრო რეფორმირების და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების უმნიშვნელოვანესი ქვაკუთხედია”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა სამინისტროსა და გენერალური შტაბის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ მაქსიმალურს გააკეთებს, რათა თავდაცვის უწყება პოლიტიზებული არ იყოს.

„ჩვენ ყველანი ერთი ქვეყნის შვილები ვართ და თავდაცვის სამინისტრო უნდა იყოს მაქსიმალურად შორს პოლიტიკური დაპირისპირებებისგან. საერთოდ, მგონია, რომ ქვეყანაში ეს დაპირისპირებები უნდა დასრულდეს. რატომღაც, ზოგიერთებმა ჩემი ასეთი მოწოდებები, რომ ერთმანეთს აღარ დავუპირისპირდეთ, ბოლშევიკურად ჩათვალეს, მაგრამ მგონია, ყველა თქვენთაგანი დარწმუნებულია, რომ ეს ასე არ არის. მე მინდა, ჩვენი ქვეყანა დამშვიდდეს, დაწყნარდეს, დამთავრდეს ქვეყნის პოლარიზაცია და მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი და თავდაცვის უწყება არის ის უწყება, სადაც ყველაზე მეტად უნდა იგრძნობოდეს ქვეყნის ერთიანობა. სწორედ ამ უწყებაში უნდა იყოს ის სული ყველაზე მეტად; ის უნდა იყოს ყველასთვის იმის მაჩვენებელი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ბატონი ლევანი ძალიან წარმატებით გაუძღვება ამ საქმეს, ერთი წამით ეჭვი არ მეპარება ამაში. რა თქმა უნდა, მას დაჭირდება ყველა ჩვენგანის დახმარება, გვერდში დგომა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენი თავდაცვის სისტემის ძალიან მნიშვნელოვან რეფორმირებას მოვახდენთ. იმაში, რომ თავდაცვის სისტემას გაძლიერება და რეფორმირება სჭირდება, ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა თავდაცვის ახალმა მინისტრმა. ლევან იზორიას განცხადებით, მისი უმთავრესი პრიორიტეტი საღი გონების პოლიტიკა იქნება.

„პირველ რიგში, ეს გულისხმობს მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მეორე - საფრთხეებისა და რისკების შეკავებას, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების მდგრადი განვითარებით და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციით. პირველ კომპონენტზე როცა ვსაუბრობდი, მხედველობაში მქონდა, როგორც ქვეყნის შიგნით მშვიდობის უზრუნველყოფა, ისე, ბუნებრივია, ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის ფარგლებში ჩვენი საერთაშორისო უსაფრთხოების არქიტექტურაში აქტიური მონაწილეობა, რასაც, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთგულად განვახორციელებთ. რაც შეეხება მეორე კომპონენტს, როდესაც საფრთხეების და რისკების შეკავებაზე ვსაუბრობ, როგორც პრიორიტეტზე და ამას ვხედავ ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში, პირველ რიგში ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი პოლიტიკა არ იქნება არავის მიმართ საფრთხის შემცველი, მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვის შესაძლებლობებზე მიმართული და ისიც, ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურად დახვეწით, რასაც, სწორედ ჩვენი პარტნიორების - ნატოს წევრი ქვეყნების და ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით, წლების განმავლობაში მივაღწიეთ“, - განაცხადა ლევან იზორიამ და აღნიშნა, რომ ეს პოლიტიკა გაგრძელდება და თავდაცვითი შესაძლებლობები კიდევ უფრო გაძლიერდება.

თავდაცვის ახალმა მინისტრმა მზადყოფნა გამოთქვა, მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პროცესში პროფესიონალთა ჩართულობა. ლევან იზორია დარწმუნებულია, რომ თითოეული ჯარისკაცის მხარდაჭერა უწყების სიძლიერის საწინდარი იქნება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თავდაცვის ახალი მინისტრი აქტიურად იმუშავებს იმ სამოქმედო გეგმების განსახორციელებლად, რომელიც აქვს საქართველოს, ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით და აშშ-სთან სამხედრო თანამშრომლობის მემორანდუმის სახით, რომელიც ძალიან დიდ შესაძლებლობებს ქმნის.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჯარი, სამხედრო უწყება, მაქსიმალურად იყოს მოშორებული პოლიტიკურ დაპირისპირებებს და ეს უნდა იყოს მაქსიმალურად დეპოლიტიზებული უწყება. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამას შევძლებთ. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ უწყებიდან ყველაზე მეტად გამოდიოდეს ქვეყნის ერთიანობის სულისკვეთება“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge