png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ–ნაჰაიანი: ახალი აბრეშუმის გზა შექმნის ბევრ შესაძლებლობას და საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად აქცევს

  • ეკონომიკა
  • 15.10.2015
  • 13:44
შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ–ნაჰაიანი: ახალი აბრეშუმის გზა შექმნის ბევრ შესაძლებლობას და საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად აქცევს

ახალი აბრეშუმის გზა შექმნის ბევრ შესაძლებლობას და საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად აქცევს,–ამის შესახებ  არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხმა ნაჰაიან მუბარაქ ალ– ნაჰაიანმა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

არაბეთის გაერთიანებული საამიროების შეიხი, მისი აღმატებულება ნაჰაიან მუბარაქ ალ –ნაჰაიანი საქართველოს აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ეწვია.

საპატიო სტუმარს საქართველოს მთავრობის მეთურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

პირისპირ შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხებზე და  ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალზე იმსჯელეს. დაისახა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები.

საუბარი გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე გაგრძელდა, სადაც საქართველოს საინვესტიციო გარემო და  ტურისტული შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მნიშვნელობას და საქართველოს წინაშე მდგარ ახალ შესაძლებლობებს.

„ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ახალი აბრეშუმის გზის კოცეფცია მთლიანად გარდაქმნის რეგიონს და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ წინსვლას. აბრეშუმის გზა შექმნის ბევრ შესაძლებლობას და საქართველოს საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრად აქცევს. საქართველოს აქვს კარგი მდებარეობა, რაც ხელს შეუწყობს შეასრულოს ეს როლი,“–აღნიშნა შეიხმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მანვე ნაყოფიერი უწოდა საქართველოს პრემიერ–მინისტრთან გამართულ შეხვედრას და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებული საამიროების ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ–ნაჰაიანი არაბეთის საამიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი, აბუ-დაბის გაერთიანებული ეროვნული ბანკის თავმჯდომარე და ალ აინის უნივერსიტეტის რექტორია. შეიხი მრავალი ეროვნული და საერთაშორისო პრემიისა და ჯილდოს მფლობელია, ის თავმჯდომარეობს და პატრონაჟს უწევს 100-ზე მეტ ყოველწლიურ კონფერენციასა და სიმპოზიუმს, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში აქტუალურ საკითხებს ეძღვნება. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge