png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თინა ხიდაშელი: გამოვრიცხავ, რომ ჰააგა იქნება პოლიტიკურად მოტივირებული

  • პოლიტიკა
  • 15.10.2015
  • 14:02
თინა ხიდაშელი: გამოვრიცხავ, რომ ჰააგა იქნება პოლიტიკურად მოტივირებული

"ჩემი ქვეყნის ხელისუფლებას კი ომის დანაშაული არ ჩაუდენია", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერა. მან განაცხადა, რომ აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება უნდა მოხდეს. ხიდაშელმა გამორიცხა, რომ ჰააგა იქნება პოლიტიკურად მიკერძოებული. 

თინა ხიდაშელი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

"ერთგვარი დაბნეულობა ვიგრძენი.  ჩემთვის უმნიშვნელოვანესი თემაა, ჩემი ცხოვრების თითქმის 2 წელი შევწირე პროკურორის დარწმუნებას, რომ საქმე უნდა მიეღოთ წარმოებაში, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო პროკურორისა და სასამართლოსთვის ქვეყნის ზომით არ უნდა იზომებოდეს ჩადენილი დანაშაულის ხარისხი და დამნაშავის დასჯა პოლიტიკურ კონიუნქტურას ან ქვეყნის სიძლიერე/სისუსტეს არ უნდა უკავშირდებოდეს.

მეამაყება რომ ჩვენი შრომა წყალში არ ჩაიყარა და ეს საქმე თავის ლოგიკურ დასასრულს იპოვის. საქართველოს ტეროტორიაზე აგვისტოს ომის დროს ჩადენილი იყო მრავლობითი ომის დანაშაული და დამნაშავე დასასჯელია. დღეს გამოჩნდა რეალური შესაძლებლობა. და ეს ცალსახად მისასალმებელია.

  1. დაბნეულობის მიზეზი არ არსებობს, როდესაც ვისმენთ რომ ყველას ქმედებების გამოძიება მოხდება. აბა პროკურორს რა უნდა ეთქვა წინასაწარ ვიცი რუსებმა ეთნო წმენდა ჩაიდინეს და ამიტომ მხოლოდ ამით დავინტერესდებიო? დიახ, აგვისტოს ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება უნდა მოხდეს და დანაშაული კი, რომელიც ჩადენილი იყო თავისი მასშტაბურობით, ხარისხითა და სისასტიკით ჩემი მოკრძალებული აზრით სრულიად აკმაყოფილებს სასამართლოს მიერ დადგენილ პირობებს და ტესტს. ეთნოწმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი სხვა მრავალი დანაშაული დარწმუნებული ვარ მოსამართლის ვერდიქტამდე მივა.

"2. დაბნეულობის მიზეზი არც ის უნდა იყოს თუ მოვისმენთ რომ ჩატარებული გამოძიება არაეფექტური იყო დ აქ სპეკულაციები არ არის საჭირო. არაეფექტურია გამოძიება, რომელსაც ქართული მხარე ჩაატარებს იმიტომ რომ დანაშაულის ადგილზე ვერ ჩადის, მტკიცებულებებს ადგილზე ვერ სწავლობს, მსხვერპლთან წვდომა შეზღუდული აქვს. აღარ გავაგრძელებ. ისე რომ ნორმალურია, და სწორედ ამ არგუმენტს ვიყენებდი მე პირადად და ჩემი მეგობრები როდესაც ვარწმუნებდით პროკურორს რომ უნდა ჩართულიყო.

"3. 7 წელი შეიძლება ბევრი დროა, მაგრამ იმ მასშტაბის დანაშაულის გამოსაძიებლად რაც საქართველოს ტერიტორიაზე რუსმა ჩაიდინა ეს განსაკუთრებულ პრობლემას არ შექმნის და ამასთანავე უზარმაზარი შრომა გაწიეს თავის დროზე "სოროსელებმა" და მოიძიეს, მოიკვლიეს, დოკუმენტირება მოახდინეს ყველაფრის რაც შესაძლებელი იყო. და შემდეგ ეს ყველაფერი სწორედ დღევანდელი პროკურორის წინამორბედს გადავეცით ჰააგაში," - წერს თინა ხიდაშელი. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge