png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„ლევან იზორია არის რიგითი ჯარისკაცი, რომელიც თქვენთან ერთად ემსახურება თავის ქვეყანას”

  • თავდაცვა
  • 08.08.2016
  • 18:13
„ლევან იზორია არის რიგითი ჯარისკაცი, რომელიც თქვენთან ერთად ემსახურება თავის ქვეყანას”

2008 წლის აგვისტოს ომის მერვე წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს შემდეგ გორში გაგრძელდა. V ქვეით ბრიგადაში სტუმრობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, მისმა პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და უწყების სხვა ოფიციალურმა პირებმა სამხედრო ქვედანაყოფში არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.         

მემორიალიდან თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გადაინაცვლა, სადაც მოწყობილ პირად შემადგენლობას მიესალმა და სამხედროებს გვერდში დგომა და მხარდაჭერა აღუთქვა: „8 წლის წინ ამ დღეს თქვენ იდეგით სამშობლოსთვის მძიმე წუთებში წინა ხაზზე და იცავდით თითოეული ჩვენთაგანის სიცოცხლეს, ჩვენი შვილების სიცოცხლეს. მე ვამაყობ თქვენით! მინდა, თქვენთან ერთად პატივი მივაგო აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს. მათ შორის, ამ ბრიგადამ განიცადა დიდი დანაკლისი. მინდა დაგპირდეთ, რომ თქვენთან ერთად მათი სახელების უკვდავსაყოფად მუდამ ვიდგები ჩემი ქვეყნის, ჩემი სამშობლოს სადარაჯოზე. მინდა იცოდეთ, რომ ლევან იზორია არის რიგითი ჯარისკაცი, რომელიც თქვენთან ერთად ემსახურება თავის ქვეყანას. მე დავდე ფიცი ჯარისკაცებთან ერთად ქვეყნის წინაშე და თქვენ წინაშეც ვდებ პირობას, რომ შევასრულებ ყველაზე საპატიო მისიას თქვენთან ერთად, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა!“.

სიტყვით მიმართვისას ლევან იზორიამ ქართველი ჯარისკაცების საერთაშორისო მისიებში მსახურის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და სამშობლოს სადარაჯოზე მსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „თქვენთან ერთად გავიკვლევთ მომავლისთვის გზას, რასაც ჰქვია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია. ამ გზაში სწორედ თქვენ ხართ, ჩემო კარგებო, ჩვენი ქვეყნის გზამკვლევი, რადგან თქვენმა მისიამ საერთაშორისო ფარგლებში დაამტკიცა ის, რომ ხართ მტკიცედ, მედგრად და ასახელებთ ჩვენს ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე. დიდი მადლობა თითოეული მოქალაქის სახელით ამისთვის! ღმერთი იყოს თქვენი შემწე! თქვენთან მიგულეთ გვერდში!“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

V ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალმა, პოლკოვნიკმა შავლეგო ტაბატაძემ.  

მოგვიანებით თავდაცვის მინისტრმა ბრიგადაში არსებული სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერა, სამხედრო ქვედანაყოფში მდებარე ეკლესიაში ბრიგადის კაპელანის, მამა გიორგის მიერ აგვისტოს ომში გარდაცვლილი სამხედროების სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო და პირად შემადგენლობასთან ერთად „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge