png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე იმყოფება

  • ეკონომიკა
  • 15.10.2015
  • 15:42
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე იმყოფება

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, საქართველოში აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე ბრიუს ენდრიუსი იმყოფება.

მაღალი რანგის სტუმარს, აშშ-ის დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.

მხარეებმა კიდევ ერთხელ დეტალურად ისაუბრეს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზე, რომელიც წარმოადგენს, საუკეთესო პლატფორმას არა მხოლოდ ბიზნესებს შორის კონტაქტების დამყარებისთვის, არამედ რეგიონალური თანამშრომლობის ისეთი საკითხების განსახილველად, როგორიცაა ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სასტუმრო ბიზნესი/ტურიზმი და საერთაშორისო ვაჭრობა.

„ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. განვიხილეთ მთელი რიგი საკიტხები, რომლებიც მნიშვნელოვანია აშშ-სა და საქართველოსთვის. ვისაუბრეთ ახალ აბრეშუმის გზაზე და მისი წარმატების მნიშვნელობაზე. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები. ვისაუბრეთ იმის შესახებაც, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ მეტმა ამერიკულმა კომპანიამ აღმოაჩინოს საქართველო. ვისაუბრეთ რეგიონული მნიშვნელობის თემებზე, რომლებიც ასევე ეხება საქართველოსა და აშშ-ს. ძალიან პოზიტიური და სასარგებლო შეხვედრა იყო“, - განაცხადა ბრიუს ენდრიუსმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ფორუმის თანაპონსორობისთვის, საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრის შემდეგ საუბარი არაოფიციალურ გარემოში, მთავრობის ადმინისტრაციის ვერანდაზე გაგრძელდა. სტუმრებმა, პრემიერ-მინისტრთან ერთად, თბილისის ხედები დაათვალიერეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge