png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „Eurocontrol”-ს სამუშაო შეხვედრა შედგა

  • ეკონომიკა
  • 15.10.2015
  • 17:27
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „Eurocontrol”-ს სამუშაო შეხვედრა შედგა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „Eurocontrol”-ს სამუშაო შეხვედრა შედგა. სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული შეხვეხდრის მიზანს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელშეწყობის თაობაზე, ევროკონტროლთან, 2011 წლის 11 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული ღონისძიებების მიმდინარეობის შეჯამება, განხილვა და სამომავლო გეგმების განსაზღვრა წარმოადგენდა.

პროექტის ძირითადი მიმართულებების განხილვის გარდა, შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, იმითაც, რომ მიმდინარე წლის აპრილში, ევროკონტროლის სათავო ოფისში მიღწეული შეთანმხების შედეგად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან ერთად, მიმდინარე პროექტში ჩაერთო სააერნაოსნო მომსახურების საწარმო შპს „საქაერონავიგაცია“, რომლის წარმომადგენლებიც ამ რანგში პირველად დაესწრნენ შეხვედრას. ასეთი სახის თანამშრომლობით უფრო ეფექტურად გაგრძელდება სააერნაოსნო მომსახურების სფეროში ევროპული სტანდარტების დანერგვა, რაც გამოიხატება საქაერონავიგაციის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცის მომხმარებლისთვის უფრო უსაფრთხო და ეფექტური მომსახურების მიწოდებაში, ხოლო სააგენტოს მხრიდან ასეთი მომსახურების ეფექტურ რეგულირებასა და ზედამხედველობაში.

სწორედ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსა და მისი სასწავლო ცენტრის მიმართ წაყენებულ ევროპულ სასერტიფიკაციო მოთხოვნებზე და მათ ეროვნულ საავიაციო კანონმდებლობაში დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარს დაუთმეს ექსპერტებმა შეხვედრის შემდეგი ნაწილი. „საქაერონავიგაციის“ წარმომადგენლებმა, უცხოელი სპეციალისტებისაგან მოისმინეს პასუხები, მათთვის საინტერესო კითხვების ირგვლივ.

შეხვედრა აგრეთვე, წარმოადგენდა კარგ შესაძლებლობას სააგენტოს და საქაერონავიგაციის სპეციალისტებისათვის, გაემართათ კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან საჰაერო მოძრაობის მეთვალყურეების მომზადება/გადამზადებისა და საქაერონავიგაციის ევროპული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად რესერტიფიცირების პროცესის ირგვლივ.

ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) პროექტი სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელშეწყობის თაობაზე მიზნად ისახავს ქართული მხარის დახმარებას, ზედამხედველობის ხარისხის ამაღლებისა და მისი ევროპის ერთიანი საჰაერო სივრცის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge